რეზონანსი
06.05.2023

მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი გადაცემა „სიცრუის დეტექტორის" სტუმარი იყო, სადაც ცნობილ ქართველ პოეტთან, ნიკო გომელაურთან მეგობრობის ისტორია გაიხსენა:

„მე-8 კლასში ნიკო გომელაურმა სიყვარული ამიხსნა, მეც ვუთხარი "კი" და 1-2 თვე ზოოპარკში ვიარეთ. განვიხილავდით სხვადასხვა მოვლენას. ნიკო ძალიან ინტელიგენტური იყო, რაც მე მომწონდა. სიმპათიურიც იყო და ჩემზე უფროსიც.

შემდეგ ინსტიტუტში შევხვდით ერთმანეთს. მე დავიწყე გიორგი ნაკაშიძესთან ერთად სიარული, ხოლო ეკა ნიჟარაძემ - ნიკო გომელაურთან. ყველანი ვმეგობრობდით. გიორგიმ ყველაფერი იცოდა. მე და ნიკოს შორის კოცნაც არ ყოფილა.

მე მაქვს ვიდეო, როდესაც ჩემი შვილი ლუკა დაიბადა, ჩემი მეუღლე დადიოდა და ახლობლებს კამერის წინაშე 20 წლის ლუკასთვის რაიმე სურვილის თქმას სთხოვდა. ნიკოს სიტყვები იწყება ასე: "შენ, როდესაც ამ სიტყვებს უსმენ, შეიძლება ცოცხალი აღარ ვიყო..." და შემდეგ არიგებს ჭკუას", - ამბობს ეკა ანდრონიკაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×