რეზონანსი
05.05.2023

ქუთაისში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, გიორგი დოლიძე დილით საწოლძი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზად ანევრიზმა სახელდება.

ირკვევა, რომ კაცმა ოჯახი რამდენიმე დღის წინ შექმნა და დიდი ქორწილიც გადაიხადა. მისი მეუღლე მაგდა მეშველიანია.

„ბიჭი გარდაიცვალა, დილით საწოლში გარდაცვლილი იპოვეს".

„ენით აუღწერელი ტკივილია, მაგდა, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ. ღმერთმა მოგცეს ძალა ამ მძიმე ჯვრის ტარების. რა გითხრათ, რით განუგეშოთ, ასეთი სიყვარულის და ბედნიერების შემდეგ, ასეთი ტრადეგია".

„გული მიკვდება ესეთ ბედნიერ წყვილს რომ ვხედავ, და მერე, უცებ, ესეთი უბედურება დაატყდება თავს. გამძლეობა მეუღლეს, თუ ერქმევა მაგას გაძლება".

„მუდამ ღიმილიანო, გიო, და კარგო ადამიანო, ძალიან მენანები ძალიან. სახლში, რომ ბრუნდებოდით მიხაროდა, ჩემი იმედი იყავით ორივე. ახლა აქ მოსვლა მეზიზღება და აქაურობა. სადარბაზოში შემოსვლა არ მინდა. სულ ღიმილით და ტკბილი მოსალმებით, სიკეთით იყავი განწყობილი, პატივისცემით და მოკრძალებით.

ასე თუ მიყვარდით შენ და მაგდა, არც ეგ არ ვიცოდი, ძალიან გული მეტკინა. გიო, შემომქმედ ზე გონს ებარებოდე მუდამ და ნათელი დაგიმკვიდროს მის სავანეში. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას და დიდ ტრაგედიას. მაგდა, შენ ტკივილს ვიზიარებ. ვიცი, ძალიან მწარეა. სამწუხაროდ მეც გამოვცადე და კარგად მესმის რასაც განიცდი, რასაც გრძნობ".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×