რეზონანსი
03.05.2023

პა სეანსის მსახიობი ცუცა კაპანაძე, რომელიც წლებია აშშ-ში ემიგრაციაშია ამბობს, რომ საქართველოში სავარაუდოდ, 4 წელიწადში ჩამოვა და თავის ძველ სახლში მყუდროდ იცხოვრებს. ის ჟურნალ „სარკეს" ეუბნება, რომ თანხის დაგროვება ვერ შეძლო და საკუთარი სახლიც კი ვერ იყიდა თბილისში.

„შორიდან ყველაფერი ლამაზად ჩანს, მათ შორის - ისიც, რომ ამერიკაში ოქროს მთებია. წლების განმავლობაში ფულის დაგროვება, გადანახვა ვერ მოვახერხე. როგორც შემიძლია, ოჯახის წევრებს ვეხმარები. მე არც ახალი სახლი მიყიდია თბილისში, ისევ ის ბინა მაქვს სოლოლაკში, მწერალთა სახლის წინ, იტალიურ ეზოში, საერთო სამზარეულოთი... როცა დავბრუნდები და ვფიქრობ, ეს ოთხ წელიწადში მოხდება, ჩემს პატარა სახლში გემრიელად ვიცხოვრებ... ახლაც ბებიას ვუვლი და სულაც არ მეთაკილება, პირიქით, ნებისმიერი სამუშაო საპატიოა. არ შემიძლია 24 საათი ვიმუშაო, ამდენი ენერგია არ მაქვს, მაგრამ საცხოვრებლისთვის, საკვებისა და გადასახადებისთვის საჭირო თანხას გამოვიმუშავებ", - ამბობს ცუცა კაპანაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×