რეზონანსი
03.05.2023

დაბადების საათს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში. ადამიანები, რომლებიც ერთ დღეს, რამდენიმე საათის სხვაობით დაიბადნენ, შეიძლება აბსოლუტურად საპირისპირო ხასიათის იყვნენ. ადამიანის ბუნებაზე მოქმედებს იცის, რომელი პლანეტა დომინირებდა მისი დაბადებიდან მომდევნო ორ საათში. თუ თქვენ იცით დაბადების დრო, შეგიძლიათ უკეთ გაიგოთ საკუთარი თავისა და შვილის პოტენციალი, სუსტი და ძლიერი მხარეები.

00.00 – 2.00

ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები ცნობისმოყვარეობით გამოირჩევიან, ადვილად და სიამოვნებით სწავლობენ ახალ ინფორმაციას. ასეთი ადამიანი აქტიური, ერუდიტი, კარგი იუმორის გრძნობითაა და ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრისკენ მიილტვის. მათთვის მნიშვნელოვანია ყურადღების ცენტრში ყოფნა – ეს ააქტიურებს მათ შესაძლებლობებს. ამ პერიოდში დაბადებულები ძალიან ენერგიულები არიან და ჩვეულებრივ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან ასაკთან შედარებით.

2.00 – 4.00

ამ დროს დაბადებულნი განსაკუთრებულად შრომისუნარიანობის მქონე ადამიანები არიან. ისინი აფასებენ კომფორტს და იციან, რა უნდა გააკეთონ ამისთვის, ამიტომ პირადი კეთილდღეობა მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია. მათ ნათლად ესმით მიზეზობრივი კავშირი, ამიტომ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ. ასეთი ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებში მესაკუთრეობის გრძნობა მაღალგანვითარებულია.

4.00 – 6.00

ბუნებით ლიდერები არიან და ხშირად გვევლინებიან ლიდერულ პოზიციებზე. მმართველობის სურვილი და უნარი სისხლში აქვთ. თუ ეს ერთ ადგილზე არ გამოსდით, გარემოს იცვლიან და სხვა ადგილას ცდილობენ უფროსობას. ასეთი ადამიანების შეზღუდვა არ ღირს, მათი მთავარი პირობა მოქმედების თავისუფლებაა. "მე ვხედავ მიზანს - მე მივდივარ", "მოვედი - დავინახე - გავიმარჯვე" - ეს ყველაფერი მათზეა. ისინი თავდაჯერებულები, ამაყები, ამბიციურები არიან. დავალებების შესრულებას არავის ანდობენ, მხოლოდ საკუთარი ძალების სჯერათ.

6.00 – 8.00

მარტოობა ამ პერიოდში დაბადებულთა საყვარელი მდგომარეობაა. ისინი ჩაკეტილი ბუნებისანი არიან და მარტოობა მათ უსაფრთხოების განცდას ანიჭებს. ასეთი ადამიანებისთვის რეალობა საშიში და უხეშია. ისინი დაჯილდოვებულნი არიან კარგი ინტუიციით და ინტუიციით გრძნობენ ადამიანურ ემოციებს.

8.00 – 10.00

მომხიბვლელი და ადვილად შესათანხმებელი. ეს ადამიანები ჰუმანიზმს და სამართლიანობას უაღრესად აფასებენ. ხშირად მხარს უჭერენ სუსტებს, ეხმარებიან გაჭირვებულებს. სწორედ ასეთ ადამიანებს უზიარებენ სხვები საიდუმლოებებს, ენდობიან მათ აზრებს და შთაბეჭდილებებს. კიდევ ერთი მიმზიდველი თვისება ის არის, რომ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობისას სხვები ხთავს მნიშვნელოვანად და საჭიროდ გრძნობენ.

10.00 – 12.00

თავიანთ მიზნებსა და გადაწყვეტილებებში ძალიან პრინციპულები და მტკიცენი არიან. აწესებენ რკინის დისციპლინას. ყველა ქმედება ნათლად არის დაგეგმილი, სპონტანურობა მათი სტილი არაა. ემოციურად თავშეკავებული, ძლიერი ნებისყოფისანი არიან. ძნელია მათი გაკვირვება, ისინი ყოველთვის შეძლებენ დასაბუთებული და დიპლომატიური უარის თქმას. ეს ხალხი კარგად არის გაცნობიერებული პოლიტიკაში და ბიზნესში.

12.00 – 14.00

ცხოვრებისეული პეიზაჟების შეცვლა, აქტიურობა და ახალი შთაბეჭდილებების მიღება სწორედ ამ ადამიანების ბუნებაშია. გაცნობა, ცოდნა, ახალი პროფესიების განვითარება. ისინი დინამიურები არიან, ადვილად უყურებენ ცხოვრებას, არ არიან კონსერვატულები და უყვართ აღმოჩენები, მაგრამ ჩარჩოები და შეზღუდვები მათთვის მიუღებელია.

14.00 – 16.00

"ის, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს" - ამ დროს დაბადებულეთა დევიზია. ისინი სირთულეების მიმართ ძალიან გამძლენი არიან და ადვილად გადალახავენ მათ. ჯიუტად "აწვებიან" ცხოვრებას, ეცემიან და ისევ დგებიან. მათი ძლიერი ნებისყოფა სერიოზული შედეგების მომტანია, თუ მიზნებს სწორად დაისახავენ. თუმცა ზოგჯერ მათმა ძალამ და ნებამ, ისევე როგორც თავდაჯერებულობამ, შეიძლება არასწორი მიმართულებით წაიყვანოს ისინი.

16.00 – 18.00

მოქნილი, მოზომილი, ტაქტანები, კონფლიქტების თავიდან აცილების უნარით და კომუნიკაციის სიმარტივით. მთავარი მიზანი მეორე ნახევრის პოვნაა, რაც ნაჩქარევი გადაწყვეტილებების გამო ზოგიერთ შემთხვევაში წარუმატებლად მთავრდება.

18.00 – 20.00

ძლიერი ხასიათის მქონე ადამიანები, რომლებმაც იციან როგორ გამოვიდნენ ჩიხიდან და გამოუვალი სიტუაციებიდან. ძალიან კატეგორიულები არიან, რაც ხშირად ხელს უწყობთ, რომ ზღვარზე იარონ. სრული დატვირთვით მუშაობენ. ხშირად სხვის ინტერესებს საკუთარზე მაღლა აყენებენ, რაც საუკეთესოდ არ მოქმედებს შემდგომ მეგობრობასა თუ საქმიან ურთიერთობებზე.

20.00 – 22.00

ცდილობენ დატკბნენ ცხოვრებით. უყვართ ყურადღება, არ ერიდებიან მოვლენების ცენტრში ყოფნას და აქვთ შემოქმედებითი ხასიათი. უფრო ხშირად ეს ადამიანები საქმიანობისთვის უპირატესობას ანიჭებენ ისეთ სფეროებს, როგორიცაა თეატრი, ხელოვნება, სცენა. ისინი კომუნიკაბელური, ადვილად საურთიერთობონი არიან.

22.00 – 24.00

შინაგანი სიმშვიდისა და ჰარმონიის მდგომარეობაში არიან, მუდამ სიმშვიდეს ეძებენ. როგორც წესი, მკვეთრად და ემოციურად რეაგირებენ შინაგანი სიმშვიდის დარღვევის მცდელობაზე. შინაგან მდგომარეობაზე ფოკუსირება აფერხებს მათ განვითარებას და კომუნიკაციის უნარებს. ისინი მერყევნი და ნელები არიან, ამიტომ საქმეს უფრო გვიან ამთავრებენ, ვიდრე სხვები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×