რეზონანსი
02.05.2023

ენით გამოუთქმელი ტრაგედია ტრიალებს ხობში. პატარა ანასტასტია ახალაია და მისი ბაბუა ავარიის მსხვერპლი გახდნენ.

,,ბაბუსთან ერთად ფეხით მიმავალ ანასტასია მანქანამ იმსხვერპლა... ასე პატარა ქალაქისთვის ამდენი, ამდენი ტრაგედიაა..." - წერს პოეტი დიკა სალაყაია.

,,შენს ზღვა თვალებში ვარსკვლავებს ვეფერებოდით. გვეგონა, მზედ აანთებდი სამყაროს, გვეგონა, ერთ ქართველს ლამაზ მომავალს გიხატავდით, მაგრამ ავბედითმა წუთმა თავზარი დაგვცა. სიკვდილმა გულზე დაგვასრისა პატარა ბულბული... ამ ტკივილთან უსუსურები ვართ, დროც უსუსური იქნება ამ ცრემლთან... ანასტასია ახალაია, დღეს შენი სკოლა ტკივილმა დაამხო!

უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი!" - წერს ხობის სოფელ პატარა ფოთის საჯარო სკოლა, სადაც ანასტასია (ტასო) სწავლობდა.

,,ღმერთმა აცხონოს პატარა ანგელოზის სული, დიდი ტრაგედიაა. გამძლეობა ოჯახს", ,,ვაიმე, შვილო, გასკდა გული, რა საშინელება მოხდა, ეს რა უბედურება დაატყდა შენს ოჯახს და ახლობლებს, შვილო", ,,უფალმა დაგამკვიდროს ნათელში, ანგელოზო", - წერენ ოჯახის ახლობლები.

ავარია პატარა ფოთში მოხდა. მამაკაცს და მის დის შვილიშვილს მანქანა დაეჯახა. ისინი ერთ ქუჩაზე, 150 მეტრის დაშორებით ცხვრობდნენ. ბაბუას გოგონა სახლში მიჰყავდა. როგორც მძღოლი აცხადებს, ნასვამ მდგომარეობაში იყო, ავტომობილი მოუცურდა და საჭე ვერ დაიმორჩილა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×