რეზონანსი
13.04.2023

სოციალური ქსელის მომხმარებელი ირი ირი წერს, რომ მისი ბიოლოგიური ოჯახი იპოვა:

„ჩემო გულშემატკივრებო, ვიპოვეეეეეე, ოჯახი ვიპოვე, მამა, დები, ძმები და სასურველი შვილი ვყოფილვარ. დედა სამწუხაროდ დაღუპულია - ნინო ხარაიშვილი, მამა - ანდრი მაზანოვი მე-3 თაობის ბიძაშვილმა გამიყვანა კვალზე. არ დაკარგოთ იმედი, ვისაც მე-3 თაობა ამოგივათ... მოკლედ დავწერ... 1991 წლამდე ჩემი ოჯახი ცხოვრობდა თბილისში. აი, იმ ნათლიის მეზობლები იყვნენ მე ვისაც ვადანაშაულებდი და დღემდე დავადანაშაულებ. 1991 წელს ოჯახი წასულა მოსკოვში საცხოვრებლად. 1994 წელს დედა ნინო დაბრუნებულა საქართველოში საბუთების გასაკეთებლად. მაშინ იყო 5 თვის ორსული. აქ გაჩერებულა 2 თვე, ანუ მე 7-თვიანი დავიბადე. სავარაუდოდ, მუცლის ატკივების დროს მასთან იყო ჩემი ნათლია, ირინე... დედას ჩემი თავი მკვდრად გამოუცხადეს. გამწარებული დედა დაბრუნდა მოსკოვში და მამაზე ვერაფერი უთქვამს. მას მერე კიდე გაუჩენია ერთი გოგო, მაგრამ შვილის დაკარგვას ვერ შეეგუა, დაუწყია სმა და დაღუპულა... ცოცხალ შვილს გადაყვა სამწუხაროდ... მე დღეს ბედნიერი ვარ რადგან მამას ვუნდივარ. აუცილებლად ჩამოვა მოსკოვიდან. ასევე ჩემ და-ძმებს ყველას და ვარ სასურველი შვილი. ვიპოვე სისხლით და ხორცით ახლობელები. არ დაკარგოთ იმედი!“ 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×