რეზონანსი
11.04.2023

სამოქალაქო აქტივისტი დომენიკ მანგო, იგივე კუკური ბარამიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც გია გაჩეჩილაძეზე, იგივე უცნობზე საუბრობს და აკრიტიკებს მას, დღევანდელი ახალი თაობის - ახალგაზრდების კრიტიკის გამო.

როგორც მანგო აცხადებს, უცნობი თავისი ქცევებით და აზრებით, ოდიოზურ ფიგურად იქცა.

„მართლა ძალიან მწყდება გული უცნობზე, არ იყო ეს ტიპი ასეთი, რატომ შეაზიზღა თავი ახალგაზრდებს? როგორ უნდა მოახერხო ადამიანმა, რომ ასე ჯამბაზად აქციო შენი თავი. შენც იყავი ახალგაზრდა, და 90-იანები წინააღმდეგ იბრძოდი და რატომ გახდი ამ ბრბოს ნაწილი, რომელიც ახალგაზრდებს ებრძვის? მაგდენი თვითკრიტიკულობა უნდა გქონდეს, რომ არ გადაიქცე ვიღაც ხანში შესულ კაცად, პირიდან დუჟებს რომ ყრის. ადამიანმა ნახევარი საუკუნის მოგონება არ უნდა გადაშალო, რომ სასაცილოდაც აღარ ითვლები უკვე რა", -  აცხადებს მანგო.

დაიჯესტი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×