რეზონანსი
10.04.2023

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა მიმდინარე კვირის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ამ კვირის პირველი სამი დღე - ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი მნიშვნელოვანი, დადებითი და წარმატების მომტანია თითოეული ნიშნისთვის.

„კვირა უდავოდ საინტერესოა და პირველი სამი დღე - დღეს, ხვალ, ზეგ არ დაკარგოთ, ამ სამ დღეში მზე ხვდება გამარჯვების მმართველ პლანეტა იუპიტერს, რაც იშვიათ მოვლენაა. გამოიყენეთ ეს დღეები, საქმიანი კავშირებისთვის, სამსახურში ახალი ხელშეკრულებების დასადებად, რადგან წარმატება უდავოდ მოვა. მაგრამ, აქვე 13 აპრილიდან დედამიწა უარყოფით ენერგოველში გადადის, რომელიც 21 რიცხვამდე გაგრძელდება. 

ასევე გვაქვს 20-ში მზის დაბნელება, რომელიც საკმაოდ რთულია. დღეს ცოტა ყურადღებით იყავით, ძაღლებთან და ასევე, შვილებთან შეიძლება დაიძაბოს ურთიერთობა. ასევე, ამ კვირაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება. ვენერა, ეს არის სიყვარულის მმართველი პლანეტა, რომელიც ასევე მართავს ფინანსებსაც, 11 აპრილს გადადის ტყუპების ზოდიაქოში, სადაც დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში დარჩება, რას ნიშნავს ახლა ეს? - კარგია, სასიყვარულო ურთიერთობები დადებით ფორმას მიიღებს, გონებამახვილობა წამოიწევს წინა პლანზე, მაგრამ აქვე ფლირტი მოიმატებს და ზედაპირულობა, რაც მთლად კარგი არ არის - შესაბამისად ტყუილების ელემენტის ფაქტორი მოიმატებს.

ეს კვირა, გარდა იმისა, რომ აღდგომას უკავშირდება, ასევე მფარველი ანგელოზი სერენა, რომელიც ახლა იმყოფება თევზებში, კვირას 7 თვით გადადის ვერძის ნიშანში, ეს პერიოდი კარგია იმ ადამიანებისთვის, ვინც არის უშიშარი, მებრძოლი, რეფორმატორი, დამცველი ყველა სახის სუსტი ადამიანისა", - განაცხადა "დაიჯესტთან" ცაგარელმა.

„დაიჯესტი“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×