რეზონანსი
10.04.2023

ცნობილი ბლოგერი შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

“გლოვობს სამტრედია ემიგრანტი დედის შვილი გარდაიცვალა.დედა კი მოკვდა...

არადა კაპიკ კაპიკ აგროვებდა თანხას შვილების სამომავლო. სამტრედიაში ვაჟკაცი ეგულებოდა. ეფერებოდა სიზმრებში.ოცნებობდა ,მისთვის ბედნიერი და უზრუნველყოფილი მომავალი შეექმნა ყველაფერ ამისთვის უძლებდა სიშორეს, სიცივეს . უღირდა ემიგრანტული ტვირთის ტარება.

ახლა კი მოდის მოფრინავს და გაიგო რომ ამდენი ხნის მონატრებული უკეთილშობილესი ვაჟკაცი რომელიც სიკეთეს არიგებდა სამტრედიაში და ღიმილებს უნაწილებდა ყველას სწორედ ესეთი შვილი აღარ ყავს… შვილგარდაცვლილი დედები კვდებიან, ისე სუნთქავენ თურმე უბრალოდ სუნთქავენ... ასეა ჩვენი ემიგრანტი მეგობარი დედა ახლაც ..

ჩამოვა მშობლიურ მიწაზე სამტრედიაში ..  ნურც ერთ დედას ნუღარ დააშორებ შვილს. დაგვაბრუნე ემიგრანტები ჩვენ სახლებში...

“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ემიგრანტ დედას ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.

ემიგრანტებო სამტრედიაში ყველამ იცოდა საბას გარდაცვალების ამბავი. საბა სამსახურეობრივი მოვალეობისას მოულოდნელად ცუდად გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. შოთო სიხარულიძის ემიგრანტების არხმა მანამ ვერ გამოხატა მწუხარება სანამ საბას დედამ არშეიტყო ეს თავზარდამცემი ამბავი. დააკლდა სამტრედიას კიდევ ერთი ახალგაზრა🕯მარადიული ხსოვნა.

ვუთანაგრძნობთ ოჯახს ნათესავებს მეგობრებსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.

ზეცაში ხარ ანგელოზო... ღმერთო აცხოვნე და დედამისს მიეცი ძალა რომ იცოცხლოს… იცოხლოს… მაგრამ ის მუდამ ტკივილიანი, იარაშეუხორცებელი მოვა შენს საფლავთან და ჩამოგძახებს: დედა მოგიკვდეს შვილო” – წერს შოთო სიხარულიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×