რეზონანსი
20.03.2023

ქართველი რეპერი "მასტერი", იგივე გიორგი პავლიაშვილი, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს ბიჭზე, რომელმაც მას დაკარგული თანხა დაუბრუნა.

"ვერ ვიტან ჯიბით ფულის ტარებას, მაგრამ ახლა მომიწია. მანქანაში ვიჯექი, გაჩერებული და უკან მომიჩერა ახალგაზრდა ბიჭმა (გივი). მითხრა: ფული დაგივარდაო ($200), თურმე წინა ლოკაციაზე სადაც ვიყავი, იქ ამომივარდა და მერე უკან გამომყვა მანქანით. ჩვენ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ამ ქალაქში ცხოვრობენ ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი ადამიანები და მადლობა მათ რომ ალამაზებენ ამ ქალაქს!

რა თქმა უნდა, ფული ძმაკაცურად გავიყავით, არ მართმევდა არაფრის დიდებით, მაგრამ ხომ შეეძლო საერთოდ არ მოეცა...

კარგი შეგრძნებაა, მაგრამ შემდეგში ფრთხილად ვიქნები", - წერს რეპერი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×