რეზონანსი
20.03.2023

მწერალმა დათო ტურაშვილმა, ბოლო დღეების განმავლობაში მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე „ფორმულას“ ეთერში ემოციურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეიძლება, ამ ყველაფერს მართლა შეეწიროს. მოგვიანებით, იგი კლინიკაში გადაიყვანეს ძლიერი ნერვული შეტევის გამო. აღნიშნულს, მწერალი ლაშა ბუღაძე გამოეხმაურა:

„დათო, გულს გაუფრთხილდი…“ – უთქვამს დათო ტურაშვილისთვის იმ 78-ტთაგან ერთ-ერთს, ვინც რუსულ კანონს მისცა ხმა და რაც ხალხი – მათ შორის, დათოს შვილებიც – გაზით და წყლით გვემეს 3 დღის განმავლობაში… როგორი ფარისევლობაა ამ „პოლიტიკის მიღმიერ ადამიანურობაში“, არაგულწრფელობა და ადაპტაციის ნაწრთობი უნარი – ყოველი შემთხვევისთვის, ყველა ბუდეში რომ უნდა ჩაიდოს კვერცხი… ერთი მხრივ, სისტემაშიც რომ ხარ, სადაც ადამიანს მთელი ცხოვრების ღვაწლს და მიზანს უმარხავენ დასავლეთის განდევნის მცდელობით საქართველოდან და მეორე მხრივ, კომუნიკაციის პერსონალურ გზებს რომ არ ჭრი გვიან-საბჭოუერი ინტელიგენციის წესისამებრ. მაგრამ აღარ გამოვა ეს ორმაგობა… 

გულს ვერ გაუფრთხილდება, რადგან თქვენ არ უფრთხილდებდით ამ ქვეყანას და მის მომავალს. გულის გაფრთხილების მოწოდება და იმავდროულად ბოტების დაგეშვა კაცის მიმართ, რომელსაც აუგს ბოტზეც კი ვერ დააცდენინებ, არათუ ადამიანზე, ერთი ღილაკით არ გამოდის… ან აჭერ ან არ აჭერ. ან ხარ სიმართლის მხარეს, ან არ ხარ. ახლა ასეთი დროა", - დაწერა ბუღაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×