რეზონანსი
19.03.2023

ცოტა ხნის წინ ყველის გილდიის თავმჯდომარემ ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ სოციალურ ქსელში მიმართვა გამოაქვეყნა, რითაც დიდ დიღომში მომხდარ 12 წლის ბავშვის საზარელ მკვლელობას გამოეხმაურა.

აღნიშნული მიმართვის გამო ანა მიქაძეს საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდა მოუწია.

„ამევსო პირადი მესიჯ ბოქსი სააგენტოების ქვეშ დაწერილი ლანძღვით .. მიგზავნიან ახლობლები და ნერვიულიბენ..

გთხოვთ, მართლა ნუ განიცდით ასე.

მე საჯარო პირად ვითვლები და მიჩვეული ვარ ყველა ქცევაზე ვაგო პასუხი.. და ნუ ეპასუხებით, მით უფრო ნუ მიცავთ და ვიცი რომ ქებაც არ გენანებათ მერწმუნეთ არ არის საჭიროო...

ეს სტატუსი იყო შეცდომა..სიტყვები მართლა გამექცა და ბოდიშს ვუხდი ყველას ვინც ეს გულწრფელად განიცადა.

მაგინებლებსაც და მყვარებლებს პირველ რიგში, ვინც ჩემს გამო განიცადეთ.

ბოლოს ვიტყვი, მე რომ სიკვდილი მჭირს ისეთი უნდა, ვინც იცით მიხვდებით..

არასდროს არ შევეხები შვილმკვდარ დედას.. ესეც გესმით იმედია..სულ სხვა რამ. დავწერე და სხვა გამოვიდა. ბოდიში", - წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×