რეზონანსი
15.03.2023

„ევროსაბჭოს დროშას, რომელიც 1953 წელს მიიღეს და რომელიც 1992 წელს მაასტრიხტის ხელშეკრულების შემდგომ ევროკავშირის დროშადაც გადაიქცა, არანაირი საერთო არა აქვს არც ღვთისმშობელთან და არც რელიგიასთან საერთოდ...“ - ასე ეხმიანება გიორგი ფოფხაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ევროკავშირის დროშის შექმნის საფუძველი ღვთისმშობლის ქანდაკება იყო.

ფოფხაძის თქმით, ევროსსაბჭოს დროშაზე გამოსახულია 12 ვარსკვლავი წრეზე საათის ცისფერბლატის ანალოგიურად და აღნიშნავს ევროპის ხალხების ერთობლიობას ხოლო რიცხვი 12 გახლავთ ერთობის უძლეველობის, სრულყოფის და სისრულის სიმბოლო.

ევროსაბჭოს დროშას, რომელიც 1953 წელს მიიღეს და რომელიც 1992 წელს მაასტრიხტის ხელშეკრულების შემდგომ ევროკავშირის დროშადაც გადაიქცა, არანაირი საერთო არა აქვს არც ღვთისმშობელთან და არც რელიგიასთან საერთოდ... ევროსსაბჭოს დროშაზე გამოსახულია 12 ვარსკვლავი წრეზე საათის ციფერბლატის ანალოგიურად და აღნიშნავს ევროპის ხალხების ერთობლიობას ხოლო რიცხვი 12 გახლავთ ერთობის უძლეველობის, სრულყოფის და სისრულის სიმბოლო...

ასე რომ, წიგნი რომ გაშალოთ ხოლმე და წაიკითხოთ ხანდახან კი არავინ გიშლით..." - დაწერა ფოფხაძემ.

არადა, გუშინ ილია ჭიღლაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე მიუთითა, რომ სწორედ ეს კონკრეტული ქანდაკება გახდა ევროკავშირის დროშის შექმნის შთაგონების წყარო.

იგივე გაიმეორა მამა იერონიმემ. მისი აზრით, ევროკავშირის დროშის წარმოშობის რელიგიური წყარო ღვთისმშობელის დასავლური ტრადიციით შესრულებული ქანდაკება სადაც ქალწულ მარიამს თავზე შარავანდედი 12 ვარსკვლავით აქვს მოსილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×