რეზონანსი
14.03.2023

შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და ბათუმში მომხდარ ამბავს ეხმაურება.

"ერთი შვილი მოუკვდა მეორე თურქეთში წაიყვანა რომ სიკვდილის გამოგლიჯოს კლანჭებიდან.... დედა კი გათიშული ყავთ ბათუმში გლოვის ზარია დღეს.

ილოცეთ ემიგრანტებო,სრული შოკი მივიღე ამ ინფორმაციით! მე მჯერა 3 წლის დანიელი მაგრად იქნება და დედმამას დაბრუნდება მე მჯერა რომ 10 წლის დავიდი ზეციდან დაიფარავს და გადაარჩენს მის პატარა ძამიკოს დედას და მამას რომ სიცოცხლის აზრი დაუბრუნდეთ ახალგაზრდა მშობლებს.(ხალხო მამა ქედელი ბერიძეა დედა კი უკრაინელია ყველას მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ რა უნდოდათ ბატუტზე და ა.ს.შ. დედაც და მამაც ახლდა ბავშვებს წაიყვანეს ბულვარში სასეირნოდ ერთობლივად და ეს ტრაგედია დატრიალდა)))

ლოცვა მთებს დაძრავს ელოდე და იმედი იქონიე... მე შოთო სიხარულიძე მოგმართავთ სრულიად საემიგრანტოს სადაც იმყოფებთ მაგ უცხო ქვეყანაში ილოცოთ 3 წლის დანიელზე, ერთად დავეხმაროთ მას გამოჯანმრთელებაში... მე მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება და დანიელი მალე გაახელს თვალებს.. ღმერთმა დაგლოცოთ გაგაძლიეროთ და გაგახაროთ ჩემო ძვირფასებო ასე რომ მიიტანეთ გულთან ეს ამბავი... არასდროს დაკარგო რწმენა.. რწმენა, რომ უფალი არ მიგატოვებს განსაცდელში მყოფს.. ოღონდ შენ ისწრაფე გამუდმებით უფლისკენ, შენ არ აქციო ზურგი ღმერთს, სასოწარკვეთილებაში არ ჩაგაგდოს განსაცდელის სიმძიმემ.. გჯეროდეს ღვთის განგების, სამართლიანობის, სიკეთის, სიყვარულის..ძნელია ადამიანობა, ძნელია სულ ისე იარო, რომ არ წაიქცე.. ხანდახან ეკალსაც გაკრავ მხარს, ხანდახან ხავსსაც მოეჭიდები.. მაგრამ, არ შეჩერდე.. წამოდექი და მეტი შემართებით გააგრძელე გზა.. ადამიანი სწორედ იმით ფასდება, თუ რამდენად ღირსეულად გადაიტანს განსაცდელს.. ამ მცირე დროში კი შეეცადე სულით არ დაეცე, სანამ ისევ არ შემოვა ფანჯრიდან იმედის სხივი, უფლის სინათლე..მთავარია გიყვარდეს.. სიყვარულით გქონდეს გული და სული სავსე.. არ შეგცვალოს ცხოვრების ეკლებმა.. არ გაუფერულდეს შენს სულში ბავშვობიდან წამოღებული ცისარტყველას ფერები.. გიყვარდეს მთელი სამყარო.. და არასოდეს მოითხოვო სიყვარულისთვის სიყვარული :):) ..!

ემიგრანტებო მეგობრებო გთხოვთ ერთი სანთელი ავუნთოთ და ერთი ლოცვა გავუგზავნოთ მეტი რა ვთქვა ან რა დავწერო სიტყვის მარაგიც გამომელია...

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×