რეზონანსი
14.03.2023

საფრანგეთში, ემიგრაციაში მყოფი კიდევ ერთი ქართველი რომან ბაგათელია გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები ავრცელებენ.

"დაიჯესტის"-ის ინფორმაციით ემიგრანტი ჯანმრთელობას უჩიოდა, რომელიც უცხო მიწაზე ოჯახთან ერთად იყო წასული. გარდაცვლილს მეუღლე და 6 თვის ჩვილი დარჩა.

„ჩემო სულო და გულო, ჩემო ყველაზე ძლიერო ადამიანო, შენ არ იმსახურებდი ამ დიდ ტკივილს.

ბედნიერები უნდა ყოფილიყავით და ეს რა უბედურება დაგატყდათ თავს.

უფალმა გაგაძლიეროს.

რომა, შენ ხომ სიცოცხლე გწყუროდა. შენი ლუკასით უნდა გეხარა. უფალმა ნათელში ამყოფოს შენი კეთილი სული!".

„რომა ბაგათელია!..

„დასანანია, ძალიან სამწუხაროა შენი ადრე გამქრალი სიცოცხლე, ულმობელი ბედისწერა!..ლამაზი ოჯახი დატოვე, შენი სახელის გამგრძელებელი- ლუკასი!

იბრძოლე, მაგრამ განგებამ ასე განსაჯა!..

უფალმა გააძლიეროს შენი გულდათუთქული დედა, შენი ზიტიკო, ძმები, ყველა ახლობელ-ნათესავი...

ნათელᲨი იყავი, რომა!

ვიზიარებ ყველას დიდ ტკივილს!" - ამ სიტყვებით ემშვიდობებიან ახლობლები გარდაცვლილ ემიგრანტს.

წყარო: "დაიჯესტი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×