რეზონანსი
11.03.2023

„იმედის” ჟურნალისტი, მარიკა ბაკურაძე, “აგენტების კანონსა” და ქვეყანაში განვითარებულ

მოვლენებზე წერს:

“ეს კანონი სათაურიდანვე გვაღიზიანებდა, რადგან არ შეიძლება დღეს, ცივილურ სამყაროში ასე ხელაღებით უწოდო ადამიანს აგენტი. ხომ ასეა? – ასეა. ახლა კი ვხედავთ, რომ ამ კანონის მოწინააღმდეგე ხალხის ერთი ჯგუფი (ერთი ჯგუფი, რადგან კანონი სხვებსაც არ მოგვწონდა), აგენტს კი არა რას არ ეძახის სხვა ადამიანებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი განსხვავებულ აზრე არიან. „ფეისბუქის“ საშუალებით ყველანი ვუყურებთ, თუ როგორ ემატება და ემატება ერთმანეთს პოსტები, სადაც ყოველგვარი ეთიკის დაცვის გარეშე, პირდაპირი წესით ახდენენ სხვა ადამიანების დევნას, სტიგმატიზირებას, დაბეზღებას, დასმენას. ის სხვა აზრზეა, იმან ის მოიწონა, იმას გამარჯობა არ უთხრათ, იმას სახეში შეაფურთხეთ… ფორმულა ასეთია – ან მეთანხმები, ან უნდა განადგურდე. სხვა აზრი გაქვს? თქმა დაგიგვიანდა? ტემპს ჩამორჩი? – არ უნდა არსებობდე. 

რას ნიშნავს ეს? ეს არის ევროპა? ეს არის დემოკრატია? რომელ ევროპულ საზოგადოებაშია ეს გამართლებული? თანაც ამას აკეთებენ საკმაოდ საპასუხისმგებლო პროფესიის და საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები, რომლებიც იყენებენ თავივიანთ პლატფორმას, აუდიტორიას და თითს უქნევენ სხვას, მიუთითებენ, დღეს ეს გავაშაოთ, ხვალ ის... როგორ წარმოგიდგენიათ, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, რომელი პასუხისმგებელი კომპანია ამუშავებს ადამიანს, რომელიც სოციალურ ხელში სხვათა საჯარო დევნითაა დაკავებული? უამრავი მაგალითია ევროპაში, სადაც მსგავსი რამ მომხდარა, ყველას ბოდიში მოუხდია ან საერთოდაც, სამსახური დაუტოვებია. ხალხი ადამიანების უფლებებზე, თანაბარ კანონებზე, სქესზე, ფერზე, გენდერზე, ინკლუზივზე ლაპარაკობს და იგივე ხალხი მზადაა საჯაროდ დახვრიტოს ყველა, ვინც მას არ ეთანხმება. ესაა ჟანდარმერია. ესაა თანამედროვე რეპრესიები და თანაც, ეს ყველაფერი ხდება მოწონებით, ტაშის კვრით, “ბაბლის” გახელებით… 

ომია, ციფრული ომი. აქამდეც არ გვაკლდა, მაგრამ ამ სამ დღეში განვითარდა ეს ყველაფერი საოცარი სისწრაფით. ისე, რომ საზღვარს ვეღარ ვხედავთ და ადამიანობის ნასახი აღარ არსებობს საერთოდ. რაც ამ სამ დღეში ადამიანებმა სახე დაკარგეს.. მეარვიცი უარესი რა უნდა მომხდარიყო...

P.S. ჩემს წინააღმდეგ ამ თემით სპეკულაცია აქ არ გამოვა, კარგა ხანია ვაფიქსირებ ჩემს აზრს კანონზე, ევროპულ ღირებულებებზე და რუსეთის მოძულეობაზე. მეტი დარწმუნებისთვის შეგიძლიათ ჩემს ფბ-კედელს და გადაცემებს გადახედოთ“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×