რეზონანსი
10.03.2023

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ლიკა ბასილაია-შავგულიძე პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მიმართვას ავრცელებს.

"ვინმემ გააჩერეთ ვანო მერაბიშვილი!

ვანო მერაბიშვილი - არ არის მნიშვნელოვანი, სად გაირღვევა პოლიციის „კორდონი", პარლამენტთან, თუ საავადმყოფოსთან, კორდონის ნებისმიერი „გარღვევა" არის სააკაშვილის გათავისუფლება

„თქვენ დაინახეთ, რომ გუშინ პარლამენტთან ხალხი უბრალოდ იდგა და მათ წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი. ზუსტად იგივე მოხდება საავადმყოფოსთან, რადგან როგორც კი წავიყვანთ იქით ხალხს, ხელისუფლება იქით გადაისვრის ძალებს. სად იქნება ეპიცენტრი, ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანი არ არის, რადგან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არის ჩვენი პირველადი ამოცანა. ამ დრომდე ამას დიპლომატიური მეთოდებით ვცდილობდით. ამჟამად ამერიკაში ჩვენ ძალიან სერიოზული მიღწევები გვაქვს ამ მიმართულებით. არ არის მნიშვნელოვანი, სად გაირღვევა პოლიციის „კორდონი", პარლამენტთან თუ საავადმყოფოსთან. კორდონის ნებისმიერი „გარღვევა" არის სააკაშვილის და მთელი საქართველოს გათავისუფლება", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა."

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×