რეზონანსი
10.03.2023

„ქართული ოცნების" დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს ავრცელებს:

„12-14 წლის ბავშვებს რომ მოიყვან მიტინგზე, მასწავლებელი კი არა, ნაგავი ხარ! ყველას გავაგებინებთ თქვენს ვინაობებს! არასრულწლოვნებს რომ ნახავ აქციაზე, სახლში არ გაუშვებ იმის გამო, რომ ხალხის მასა არ გინდა შეგიმცირდეს, თვით მინიჭებული „ევროპელი ვარ" კი არა, ნაბიჭვარი მანიაკი ხარ! ბავშვებს რომ მოუწოდებ დესტრუქციისკენ, ყოფილი სახალხო დამცველი კი არა, ჯაშუში კრეტინი ხარ, რომელსაც გეზიზღება ყველაფერი ქართული! შენი პოლიტიკური პროსტიტუციით, პირველ კურსელს რომ დაემუქრები ან ქულის დაწერას დაპირდები აქციაზე „დაჩექინების" გამო, ლექტორი კი არა, საქართველოს მომავალი თაობის მტერი ხარ! თქვენი სახელი, გვარი ყველას ეცოდინება", - წერს უმრავლესობის დეპუტატი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×