რეზონანსი
10.03.2023

9 მარტის აქციაზე გასულმა ერთ-ერთმა აქტივისტმა საზოგადოებას მიმართა და მღელვარების გამო ყველასთვის ნაცნობი ფრაზა: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი" აერია და ასეთი პერიფრაზით თქვა: „მე ვარ ქართველი და ამასადამე, ვარ ევროპელი..."

სოციალურ ქსელში ეს ვიდეო ვირუსულად გავრცელდა ბევრი იცინოდა, ბევრიც მიუხვდა მღელვარებას და მხარი დაუჭირა, დამშვიდდიო...

მისი ერთ-ერთი მხარდამჭერი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი - გიორგი კეკელიძე გახლავთ. მან ფეისბუკ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ეს გოგო „მილიონჯერ ურჩევნია იმ ადამიანებს, რომლებიც გამართულად ამბობენ „მაშასადამეს" და მერე სიტყვები კრემლისკენ ეპარებათ".

„ერთმა საყვარელმა გოგონამ, მიტინგზე გამოსვლისას, უფრო ღელვის გამო, ასე მოგვმართა: „მე ვარ ქართველი, ამასადამე, მე ვარ ევროპელიო!" და მე ეს გოგონა მილიონჯერ მირჩევნია იმ ადამიანებს, რომლებიც გამართულად ამბობენ „მაშასადამეს" და მერე სიტყვები კრემლისკენ ეპარებათ.

ეპარებათ მტრისგან სატყუარად შემოგდებული წყობით: არც ევროპა გვინდა და არც რუსეთი! ეს ფორმულა გულზე მჯიღის საცემადაა მოგონილი შესაბამის ლაბორატორიებში და სინამდვილეში ისეთ საქართველოს ნიშნავს, მტერს რომ უნდა.

არ არსებობს სამყარო კავშირის გარეშე და ამ კავშირებს კულტურების და ღირებულების თანხვედრა განაპირობებს. თაობას, რომელიც 2007 წელს ოთხი წლისა იყო, ვერაფერს წამოაძახებ. ამ თაობას გვერდით უნდა დაუდგე და არა პლაკატებზე ორთოგრაფია უსწორო. მე მათთან ვარ. დიახ, მე ვარ ქართველი და ამასადამე, მე ვარ ევროპელი", - წერს კეკელიძე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×