რეზონანსი
09.03.2023

მოძრაობა „სირცხვილიას" დამფუძნებელი, ნოდარ რუხაძე ყოფილი პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება.

იგი პარტია „საქართველოსთვის" ლიდერს, რომელიც გუშინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა, უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

როგორც რუხაძე წერს, გახარია მადლობელი უნდა იყოს, რომ აქციის მონაწილეებისგან უფრო მწვავე რეაქციები არ მიიღო.

„იდი ნა*უი, შე *ლეო, გუშინ რომ არ ჩაგპიზდეთ, მადლობელი იყავი". - წერს რუხაძე გახარიას განცხადების პასუხად.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ" „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული პირველი მოსმენით მიღებული კანონპრეოქტი გაიწვია, რის გამოც, გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×