რეზონანსი
09.03.2023

მომღერალი ნინი შერმადინი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ე.წ „გავლენების აგენტების" შესახებ კანონპროექტის გაწვევას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„9 აპრილს დედა, მამა ჩემი ორი ძმა პარლამენტის წინ იდგნენ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ...

ძალიან მრცხვენია, რომ დღეს მე ვერ ვიდექი ჩემი მეგობრების, კოლეგების, ჩემი ხალხის გვერდით, ვისაც ევროპული საქართველო გვინდა! ვისაც არ გვინდა რუსეთი და რუსული არაფერი! ძალიან მრცხვენია, რომ აქციაზე მეც თქვენთან ერთად არ დავშავდი...

საქართველო არასდროს იყო და იქნება რუსეთის გუბერნია!

კანონი გაიწვიეს!

ხალხის ძალას ჯერ ვერვინ შეწინააღმდეგებია!

მე ვარ ამაყი, რომ ქართველი ვარ!

მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი!

საქართველოს გაუმარჯოს!", - წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×