რეზონანსი
08.03.2023

მომღერალი ბაბი კირკიტაძე გუშინ „ღამის შოუს ბენდის" მიერ ჩატარებულ კონცერტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

"მანამ, სანამ ტალახს გვესვრით, სიმართლე უნდა იცოდეთ !

ჩემი ქვეყნის და ხალხის სიყვარულში შევეჯიბრები ყველას !

ყოველთვის ვართ და ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალია!

სიყვარული, პატივისცემა, თანადგომა -

ეს არის ქართული და ევროპული ღირებულება," - წერს ბაბი კირკიტაძე.

აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე პოსტი გამოაქვეყნდა "ღამის შოუს ბენდის" ფესიქბუქ გვერდზეც.

"გვინდა გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში ჩვენ მიმართ მიზანმიმართულ დამახინჯებულ და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.

სიმართლე კი ასეა!!!

ღონისძიება დაიწყო მაშინ, როდესაც მშვიდობიანად მიმდინარეობდა აქცია, ბევრად ადრე ვიდრე დაიძაბა და განვითარდა დრამატული მოვლენები რუსთაველის გამზირზე.

ეს მოვლენები შევიტყვეთ, კონცერტის დასრულების შემდეგ.

ღონისძიება იყო კერძო, დახურული, დიდი ხნით ადრე დაგეგმილი და არა ჩვენი ორგანიზებული ღია კონცერტი.

ჩვენი პოზიცია ცალსახაა !

ჩვენ სრულად ვიზიარებთ და ყოველთვის ვიდგებით საქართველოს და ქართველი ხალხის მისწრაფებების და საუკეთესო ინტერესების მხარე.

ასევე (MONO HALL-თან შეთანხმებით) გადავწყვიტეთ რომ განვითარებული მოვლენების ფონზე დღევანდელი,ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გადავდოთ." - წერია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×