რეზონანსი
07.03.2023

დეკანოზი თავმას ჩოხელი, რომელსაც საზოგადოება მამის იავნანებით იცნობს, იუბილარ შვილზე, ვაჟა ჩოხელზე ძალზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“დღეს შენ თვრამეტი წლის გახდი, მა. თვრამეტი წელია თვალებში გიყურებ და ვერ მხედავ.. მაგრამ გრძნობ, როგორ უყვარხარ შენს დაღლილ მამას და შენი თბილი ხელებით მეფერები, ჩემო თბილგულა და თბილხელება ბიჭო. თვრამეტი წელია ყოველდღე მეშინია, მეტი არაფერი გაგიჭირდეს... მე შენ ჩემს სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ამღერებულო ტკივილო... ჩემო მამის იავნანავ, გფარავდეს და სწყალობდეს შენს სიცოცხლეს მაღალი ღმერთი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. უფალს ებარებოდე, ვაჟიკო ჩოხელო, მე შენ მიყვარხარ, ჩემო შვილო…” – წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×