რეზონანსი
07.03.2023

გარდაიცვალა ბათუმელი დიზაინერი რუსუდან მახარაძე. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

„ეს იყო უნიჭიერესი დიზაინერი დიდბუნებოვანი ქალბატონი, უღალატო მეგობარი, ჭეშმარიტი, მორწმუნე, მოყვასი, ბუნებით ერთგული, გონიერი და უაღრესად კეთილშობილი. ის მხოლოდ იბრძოდა და უანგაროდ, უხმაუროდ ემსახურებოდა თავის საყვარელ პროფესიას. მისი ნათელი ცხოვრება იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი საქმე, დროს ეჯიბრებოდა, ჩქარობდა, უნდოდა, სიცოცხლეში ბევრი რამ მოესწრო…

შენი სიკვდილი მეხის გავარდნას ჰგავს რუსო...

ჩვენო თბილო ტკბილო და სიცოცხლით სავსევ ჩვენს გვერდით აღარა ხარ, თან წაიღე ჩვენი გული, სიხარული, ღიმილი, რომელიც შენ, ჩვენ ასე გვშვენოდა და დაგვიტოვე მოუნელებელი ტკივილი, რომელიც არასოდეს ამოვა ჩვენი გულებიდან, ნათელში იყოს შენი ლამაზი სული ჩვენო ძვირფასო ადამიანო!

რამდენიმე დღის წინ წერდი დედის დღეს რომ დედა გენატრებოდა ((((დეეეე!!! ძალიან მიყვარხარ და მენატრები უსაშველოდ, მიჭირს უშენობააა!!!გაუსაძლისიაო))))

დაიძინე და ვეღარ გაგაღვიძეს რამხელა სიმწარე დაუტოვე ოჯახს….

ულმობელმა ცხოვრებამ ალბათ დაგასნეულა და თვალებშიც სიცოცხლის ნიშანწყალიც გაგიქრო, მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა.

უფალო აკმარე საქართველოს ამდენი უბედურება...“ - დაწერა შოთო სიხარულიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×