რეზონანსი
06.03.2023

უამრავი ცნობისმოყვარე ადამიანი მთელს მსოფლიოში, შეიძლება ხანდახან დაფიქრდეს მარადიულ კითხვაზე, თუ როგორია სიკვდილი. ჩვენი სხეული განიცდის უცნაურ ცვლილებებს, რომლებიც შეიძლება იყოს დამამშვიდებელი ან შემაშფოთებელი. ექიმები პაციენტებზე დაკვირვების შედეგად საუბრობენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ვიგრძნოთ თავი მომაკვდავ მდგომარეობაში.

რა ხდება, როცა ჩვენ ვკვდებით?

ასეთ დროს ჩვენი გული უფრო ნელა დაიწყებს ცემას და როდესაც ჩვენს სხეულში სისხლი შენელდება, ჩვენი არტერიული წნევა იწყებს დაცემას. ასეთ დროს, ზოგიერთმა ადამიანმა, შესაძლოა, თავი დაბნეულად ან უცნაურად იგრძნოს, მაგრამ სხვები შეიძლება მშვიდად იყვნენ.

ზედაპირული სუნთქვა

პაციენტის სიკვდილის ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ნიშანი არის სუნთქვის ცვლილება. სამედიცინო პროფესიონალს შეუძლიათ ადვილად შეამჩნიოს ის ნიშნები, რომ ვიღაც სიკვდილის კართან ახლოსაა, რადგან პაციენტებმი შეიძლება უფრო ნელა და ზედაპირულად დაიწყონ სუნთქვა.

ის ასევე შეიძლება იყოს საკმაოდ ხმამაღალი, რადგან ადამიანები კარგავენ პირისა და ყელის გრძნობას. საბოლოოდ, სუნთქვა ჩერდება და გული ჟანგბადის გარეშე, საბოლოოდ ჩერდება.

დაიძინე

როდესაც ადამიანები დასასრულს უახლოვდებიან, მათ შეუძლიათ დაიწყონ „ცნობიერებისგან გასვლა“. ზოგიერთი ადამიანისთვის, ვისაც საყვარელი ადამიანების ავადმყოფობა უნახავს, ეს მშვიდი ძილი შეიძლება იყოს მათთვის ნუგეში.

პალიატიური მედიცინის სპეციალისტი დოქტორი ქეთრინ მანიქსი წერდა: „შეიძლება იყოს მოუსვენრობის პერიოდები ან დაბნეულობის მომენტები, ან უბრალოდ თანდათან გაღრმავდეს უგონო მდგომარეობა...“

Reddit-ის ფორუმზე, სადაც განიხილებოდა, როგორი იყო სიკვდილთან დაკავშირებული გამოცდილება, ერთმა ადამიანმა თქვა, რომ ეს იყო „ნამდვილად მშვიდი განცდა ყველაფერზე მეტად“.

„ჩემი სამყარო რბილი და ნისლიანი გახდა და ყველაფერი გაშავდა. შემდეგი რაც მახსოვს იყო თვალების გახელა და ექიმის სიტყვები - „ჩვენ დავბრუნდით".

ტვინის აქტივობა

ბევრი კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანებს, სიკვდილის დადგომისას, ჯერ კიდევ შეუძლიათ, გაიგონონ.

მკვლევრები, რომლებიც აკვირდებიან ტვინის აქტივობას, ფიქრობენ, რომ ცნობიერების გარკვეული ფორმა შესაძლებელია ადამიანის ბოლო მომენტებშიც კი ჰქონდეს.

კვლევის წამყვანმა ავტორმა ელიზაბეტ ბლანდონმა თქვა: „ჩვენი მონაცემები აჩვენებს, რომ მომაკვდავ ტვინს შეუძლია უპასუხოს ხმას, თუნდაც უგონო მდგომარეობაში, სიცოცხლის ბოლო წუთამდე.

ჩვენ არ გვაქვს დადასტურებული გზა, რომ გამოვიკვლიოთ ის, რასაც ადამიანები განიცდიან სიკვდილის დროს.

უახლესი კვლევები აჩვენებს, რომ სიკვდილთან ახლოსაც კი, უგონო მდგომარეობაში ტვინი რეაგირებს ოთახში არსებულ ხმაურზე“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×