რეზონანსი
06.03.2023

მოსკოვში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა კაცი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. გარდაცვლილი 22 წლის სანდრო ჯალაღონიაა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალური ქსელში ახლობლები ავრცელებენ.

„ასე ვიზრდებოდით ჩვენ, ბებოს და ბაბუს იმედები ვიყავით. ასეთი ბედნიერები, ლაღები უდარდელები. ოთხნი სულ და ერთმანეთზე ახლო არავინ გვეგულებოდა ამ ქვეყნად. ყოველი ზაფხულის მოსვლა დღესასწაული იყო ერთმანეთი უნდა გვენახა, ყველა დაფრენილ თვითმფრინავს შევყურებდი გაფაციცებით, ისე გელოდებოდით... ჩვენი სანდრო ბიჭი, ნაბოლარა, საუკეთესოს იმსახურებდი ჩემო სიცოცხლევ და ახლა ამ პოსტს არ უნდა ვწერდე. ისევ ისე მიყვარხარ და უფრო მეტად ჩემო გულო“, - წერს ოჯახის ახლობელი.

გარდაცვლილს თბილისში 9 მარტს დაკრძალავენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×