რეზონანსი
04.03.2023

იუ­მო­რის­ტმა ვახო ბი­ჭი­კაშ­ვილ­მა უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და ამერიკის შეერთებულ შტა­ტებ­ში ცხოვ­რობს.

როგორც თავად ამ­ბობს, ქვეყ­ნი­დან არ გაქ­ცე­უ­ლა და არც სა­მუ­და­მოდ წა­სუ­ლა, თუმ­ცა რა იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში, ამას დრო უჩ­ვე­ნებს. ახალ­ხანს შტა­ტებ­ში მე­უღ­ლემ ჩა­ა­კი­თხა და წყვილ­მა ამე­რი­კუ­ლი არ­და­დე­გე­ბი მო­ი­წყო... ბი­ჭი­კაშ­ვი­ლის თქმით, იქ ძა­ლი­ან ბევ­რი ქარ­თვე­ლია, თან ამე­რი­კა უყ­ვარს და თავი უცხოდ არა­სო­დეს უგ­რძნია...

„ბოლო რამ­დე­ნი­მე თვეა ამე­რი­კა­ში ვიმ­ყო­ფე­ბი. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩემი საქ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ვი­ღე. ერ­თდრო­უ­ლად ვმუ­შა­ობ ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ქარ­თველ დი­ას­პო­რას­თან, რო­მე­ლიც იზ­რდე­ბა და იზ­რდე­ბა. მათ­თვის პე­რი­ო­დუ­ლად ტარ­დე­ბა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით ვარ.

არ მაქვს გან­სა­ზღვრუ­ლი, რამ­დე­ნი ხანი დავ­რჩე­ბი. აქ გა­მოქ­ცე­უ­ლი არ ვარ, საქ­მის სა­კე­თებ­ლად ჩა­მო­ვე­დი და რო­გორც ჩემ საქ­მეს წა­ად­გე­ბა, ისე მო­ვიქ­ცე­ვი. ამ ქვე­ყა­ნას მიჩ­ვე­უ­ლი ვარ, დიდ პა­ტივს ვცემ და მიყ­ვარს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სამ­შობ­ლოს დიდი მან­ძი­ლი მა­შო­რებს, თავს უცხოდ არ ვგრძნობ.

ამ ქვე­ყა­ნა­ში რომ ჩა­მო­დი­ხარ, გაქვს შეგ­რძნე­ბა, რომ ძა­ლი­ან ძლი­ერ სა­ხელ­მწი­ფო­ში ხარ. ამე­რი­კა დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ქვე­ყა­ნაა, ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

ახ­ლა­ხანს ჩემი მე­უღ­ლე სოფო ერთი თვით იყო ჩა­მო­სუ­ლი, შვე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და და ეს პე­რი­ო­დი გა­მო­ი­ყე­ნა, არა­საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტი გახ­ლდათ. იმ პე­რი­ოდ­ში მეც მას­თან ერ­თად და­ვის­ვე­ნე და კარ­გი, ლაღი ამე­რი­კუ­ლი არ­და­დე­გე­ბი გა­მოგ­ვი­ვი­და. სოფო ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობს, პრო­დი­უ­სე­რია და თა­ვის საქ­მეს და­უბ­რუნ­და. მერე ვნა­ხოთ, ან ის ჩა­მო­ვა, ან მე ჩა­მო­ვალ და ისევ შე­ვიკ­რი­ბე­ბით.

„კო­მე­დი ჯგუფ­თან" თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არ გა­მი­წყვე­ტია. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ჩვენ ერთი სის­ხლი და ორ­გა­ნიზ­მი ვართ. სა­ნამ ჩემი ცხოვ­რე­ბა უკავ­შირ­დე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ას, ყო­ველ­თვის ამ ჯგუფ­თან ვიქ­ნე­ბი", - განაცხადა ბიჭიკაშვილმა „გზასთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×