რეზონანსი
03.03.2023

მარტი თავისთავად ძალიან პოზიტიური თვეა. სამწუხაროდ, ყველა დღე წარმატებას არ მოგიტანთ: მაგალითად, ბიზნესში ფრთხილად უნდა იყოთ. თუ საკუთარ თავს არ მოატყუებთ, მაშინ ყველა სირთულის გადალახვის ალბათობა გაცილებით მაღალი იქნება.

2 მარტი თვის ყველაზე საშიში დღეა

პირველ რიგში, ამ დღეს მერკური გადავა თევზების ნიშანში, სადაც 18 მარტამდე დარჩება. მერკური თევზებში ყოველთვის ცუდია, რადგან ეს პლანეტა მთელ ენერგიას და ძალას კარგავს. 2 მარტს და მომდევნო რამდენიმე დღეს ეცადეთ არავითარ შემთხვევაში არ დახარჯოთ ბევრი ფული. ამ დღეს შესაძლოა

დიდი ზიანი მიაყენოთ საკუთარ თავს აჩქარებით, შურითა და ტყუილით.

საფრთხე ემუქრება ფინანსურ სექტორსაც. დაგეკარგებათ შემოქმედებითი ენერგია, გაგიფუჭდებათ ოცნებები და საკუთარ თავშიც და ახლობლებშიც მხოლოდ ცუდის დანახვას შეძლებთ.

15 მარტი - მზისა და ნეპტუნის შეერთება

ეს ძალიან არაპროგნოზირებადი და ემოციური დღე იქნება. ფრთხილად იყავით, რადგან 15 მარტს შესაძლოა ძველი ცუდი ჩვევები დაგიბრუნოთ. ეცადეთ დასძლიოთ ლტოლვა იმის მიმართ, რაც ასუსტებს და ანგრევს თქვენ ჯანმრთელობას.

17 მარტი - მზისა და მერკურის შეერთება

მზე და მერკური კვლავ შეაფერხებენ ჩვენს გეგმებს, ზიანს მიაყენებენ თვითშეფასებას. ამ დღეს უფრთხილდით სკანდალებს და ჭორებს. არავის ენდო საკუთარი თავის გარდა და ნუ იქნებით იმედგაცრუებული, თუ რამე არასწორად მოხდება. მეორე დღეს ვითარება გამოსწორდება და ყველაფერი ძველებურად იქნება.

25 მარტი - მარსი კირჩხიბში

25 მარტი სახიფათო დღეა, რადგან მარსი თითქმის მთლიანად მოკლებულია ძალას წყლის ელემენტის გავლენის ქვეშ, რომელსაც კირჩხიბი წარმოადგენს. პლანეტა ამ ნიშანში 19 მაისამდე დარჩება, მაგრამ ყველაზე საშიში დრო კირჩხიბში ყოფნის პირველი დღე და პირველი კვირაა. კონფლიქტები დროებით შეჩერდება, მაგრამ პროდუქტიულობა დაეცემა.

28 მარტი - მერკური იუპიტერთან

ამ დღეს ხალხი უფრო აგრესიული და ნაკლებად დამთმობი გხდება. წყენა უფრო დიდხანს გაგრძელდება. 28 მარტს ასტროლოგები მოგზაურობებში წასვლას არ გირჩევენ. თუ დიდ დროს ატარებთ მანქანაში, შეეცადეთ დაიცვათ გზის წესები.

30 მარტი - ვენერასა და ურანის შეერთება

ეს იქნება სერიოზული ცხოვრებისეული აჯანყებებისა და გარდაქმნების დღე, რომელიც პრაქტიკულად ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ვენერა დაგვიკარგავს სურვილსა და ძალას, წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ სპონტანურ ცვლილებებს, რამაც შეიძლება კიდევ უფრო დიდი პრობლემები გამოიწვიოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×