რეზონანსი
03.03.2023

სოციალურ ქსელ ფეისბუკის ერთ-ერთ ჯგუფში, „ქართველები საფრანგეთში", ასეთი ინფორმაცია ვრცელდება:

„გამარჯობათ, ოჯახი ეძებს ამ პიროვნებას, ბოლოს კონტაქტი ჰქონდათ ნოემბრის თვეში და მერე კი, არავითარი სიახლე, ანუ ვეღარ უკავშირდებიან.

არავითარი სიახლე, ეს პიროვნება გაუჩინარდა. ახლობლები ძალიან ნერვიულობენ არ იციან, თუ კიდევ ცოცხალია ეს ადამიანი.

ოჯახის მონაცემებით, ეს პიროვნება ჩაბარებული იყო ქალაქ METZ - ში, საცხოვრებელი ადგილი არ ჰქონდა.

ჩაბარებული ყოფილა ის ამ მისამართზე: AIEM-POLE ASILE SPADA.174 avenue Andre Malraux-57000 METZ.

მივმართავთ ყველა იმ ქართველს ვინც ცხოვრობს METZ ში, იქნებ იცნობდით ამ პიროვნება ან იქნებ ნახეთ და რამდენი ხანია რაც ნახეთ?

დიდი თხოვნა მაქვს თუ რამე იცით ამ პიროვნებაზე გთხოვთ პირადში მომწეროთ.

უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ამ ოჯახის თხოვნას გამოეხმაურა.

მადლობა ყველას წინასწარ.ფოტოს დავდებ ამ პიროვნების",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×