რეზონანსი
03.03.2023

გაზაფხულის დადგომას ადამიანები ყოველთვის დიდი შემართებითა და სიხარულით ელიან და ცდილობენ, ეს პერიოდი განახლებისა და საკუთარი ცხოვრების გარდაქმნისთვის გამოიყენონ. ასტროლოგების თქმით, 2023 წლის მარტი ზოდიაქოს ბევრი ნიშნისთვის წარმატებული და ხელსაყრელი პერიოდი იქნება, როცა ახალი საქმეების წამოწყებას და განხორციელებას შეძლებენ. თუმცა, მათივე თქმით, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები შედარებით ფრთხილად უნდა იყვნენ:

ლომი

2023 წლის მარტში ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მიხვდებიან, რომ ზოგიერთი ადამიანი, რომლებსაც ენდობოდნენ, მათ შეხედულებებსა და მოსაზრებებს ითვალისწინებდნენ, სინამდვილეში სულაც არ მოქმედებდნენ მათ სასიკეთოდ. ეს კი საკუთარ თავთან ბრძოლას და ყველაფრის ახლიდან გადაფასებას გამოიწვევს და შესაძლოა, ერთგვარი დაბნეულობა და იმედგაცრუებაც იგრძნონ ლომებმა. მარტში მოგიწევთ, გარკვეულ დაბრკოლებებს გაუმკლავდეთ, თუმცა თქვენი შემართებითა და გამჭრიახობით შეძლებთ, რომ ყველა პრობლემა გადაჭრათ. რაც მთავარია, კარგ მაგალითს ნახავთ და მიხვდებით, ვის უნდა ენდოთ ცხოვრებაში და ვისთან უნდა დაასრულოთ ურთიერთობა.

ქალწული

2023 წლის მარტში შესაძლოა, სრულიად ახალი სანაცნობო წრე გაგიჩნდეთ და აქამდე უცნობ ადამიანებთან მოგიწიოთ კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, ახალი გამოცდილებები კარგია, თუმცა, ასტროლოგების თქმით, შესაძლოა, მიმდინარე თვეში იმ გარემოში თავი უცხოდ და ზედმეტად იგრძნოთ და კომუნიკაცია გაგიჭირდეთ. მარტის თვე თქვენთვის ბევრი ახალი თავგადასავლით იქნება სავსე, ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, თუ ვინმესთან კომუნიკაცია არ გამოგდით, დაელოდეთ, ეცადეთ, კონფლიქტი თავიდან აირიდოთ და შესაძლოა, შემდეგ საერთო ენაც გამონახოთ.

სასწორი

ასტროლოგების თქმით, შესაძლოა, 2023 წლის მარტში ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლების ემოციური მდგომარეობა არაერთგვაროვანი იყოს და ამის გამო ბევრი ისეთი შეცდომა დაუშვან, რაც ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე გავლენას მოახდენს. ამიტომაც, მათი მთავარი რჩევაა, რომ ნაჩქარევი, იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, სასწორებო და კარგად დაფიქრდეთ. ახლა შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ არაფერი გამოგდით, რომ ურთიერთობებიც ერთფეროვანია, თუმცა ეს ემოციური დღეები მალე გაივლის. ეცადეთ, დაისვენოთ, განიტვირთოთ და კონფლიქტური სიტუაცია არ შექმნათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×