რეზონანსი
02.03.2023

სავალდებულო სამხედრო სამსახური მთლიანად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გადავა, შეიქმნება ეფექტური სისტემა და პროგრამა იქნება მინიმუმ 6 თვიანი, პროექტი 80 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება და 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარის თქმას ვეღარც უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებით და ვერც „გირჩის" მიერ შეთავაზებული პროგრამით შეძლებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ნათია ფანჯიკიძე გამოეხმაურა და ფეისბუკზე პოსტი გამოაქვეყნა .

„ჰოდა კიდევ, ჯარში გაწვევაზე ამდენ ტირილს მორჩით გეთაყვა. ჩუმად ისლუკუნეთ საძინებლებში. ამსიოდენა პოტენციურ გმირებს ამდენსაც რა გაფშლუკუნებთ თქვენიჭირიმე?

გავიგეთ, რომ სავალდებულო სამსახური დროის ფლანგვაა გარკვეულწილად, მაგრამ მხოლოდ მათთვის, ვისაც დრო ნამდვილად მუშაობისთვის სჭირდება. ისე, სპასალარი რომ ვიყო ახლა, გაწვევა კი არა, ორ-ორ -კვირიან ინტენსიურ მომზადებაზე დავუძახებდი ყველა მოქალაქეს.

სიამოვნებით ვისწავლიდი ელემენტარულ რამეებს. არ მინდა იარაღი, ტაიკვანდო მაინც მასწავლეთ ან კიუკიშუ", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×