რეზონანსი
02.03.2023

გაერთიანება „ხალხის ძალის" წევრს - დავით ქართველიშვილს რამდენიმე კვირის წინ შვილი გარდაეცვალა.

ბაჩო ქართველიშვილი კოჯრის გზაზე გარდაცვლილი იპოვეს, მას 4 შვილის ჰყავდა. პიარ სპეციალისტი ლალი მოროშკინა მომხდარს ეხმაურება და როგორც წერს, დავით ქართველიშვილის ოჯახს აბულინგებენ.

"მე ვიტან ყველაფერს: ბულინგს, გინებას, წყევლას და მხოლოდ ერთს ვთხოვ ღმერთს არ დაუბრუნდეთ საშინელი ტრაგედიით, თუმცა ზეცასთან უძლური ვარ და ეს ადამიანები განუკურნებელი სენით ავადდებიან... მე ვიტან ყველაფერს რადგან პოპულარობა სხვაგვარად არ არსებობს, ეს გზა კი ბავშვობიდან ავირჩიე. მაგრამ!!!

აი როგორ არ გეშინიათ ღმერთის, (თუმცა თქვენი ღმერთი სატანაა) განგების, კოსმოსის, როდესაც აბულინგებთ შვილმკვდარ ოჯახს. ჯერ ხომ ორმოციც არ გასულა, დავითი და მისი მეუღლე ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაობლებული ოთხი შვილიშვილი უმამობამ და ტრაგედიამმ არ გააბოროტოს და თქვენნაირ უსამშობლო, უსულო, უპრინციპო ბიომასად არ აქციოს. ამ დიდ მარხვაში გამძლეობას გისურვებ ჩემო ძმაო ფაშისტები კი აუცილებლად დაისჯებიან", - წერს ლალი მოროშკინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×