რეზონანსი
02.03.2023

“იცით რატომ არის არასამთავრობოების დაფინანსების გამჭირვალობაზე ამხელა ამბავი ატეხილი?! 2024 წლისთვის, საპარლამენტო არჩევნების პერიოდში დასავლეთის კონკრეტულ პოლიტიკურ სპექტრს დაგეგმილი აქვს საქართველოში რევოლუციის მოწყობა”, – წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე დავით ლორია.

“ზოგადად, ოპოზიციურ პარტიებს საზოგადოების მხრიდან როგორი ძლიერი მხარდაჭერაც არ უნდა ჰქონდეს, რევოლუცია მაინც დიდ თანხებს საჭიროებს და მაშინ, როდესაც საქართველოში საზოგადოების მხარდაჭერის კუთხით რევანშისტულ ძალებს არა სახარბიელო მდგომარეობა აქვთ, რევოლუციისთვის ხალხის მობილიზებისთვის ფინანსური მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია. მოგეხსენებათ, პოლიტიკური პარტიებისთვის როგორც ფინანსური მხარდაჭერის მხრივ, ასევე მისი ხარჯვითი პროცედურები კანონის განსაზღვრულ ჩარჩოებშია მოქცეული. რადგან კანონით პოლიტიკური პარტიებისთვის ფინანსური პროცედურები გამჭირვალეა და იქედან გამომდინარე, რომ დღეს ოპოზიციური პარტიების თავმჯდომარე პარტიას (ნაცმოძრაობას) საქართველოში ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ფინანსური რესურსი არ გააჩნია, უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსებული საქართველოს არასამთავრობოებმა უნდა შეიტანონ რადიკალურ ოპოზიციაში ეგრედ წოდებული შავი ფული.

სქემა ასეთია:

აშშ-დან, თუ რუსეთიდან, თუ ნებისმიერი ქვეყნიდან არასამთავრობოებისთვის გადმორიცხული ფული კანონის გვერდით ავლით დაურიგდებათ კონკრეტული პარტიების მხარდამჭერ ბიზნესმენებს და შემდგომ კანონის დაცვით, როგორც შემომწირველები გადაურიცხავენ სასურველ პოლიტიკურ პარტიებს. უცხოეთიდან ფულის შემოტანის სხვა გზა არ არსებობს.

სულ ეს არის!.. თუ კანონი არ იქნება, ვერავინ ვერ გააკონტროლებს, მილიონობით გადმორიცხული რუბლს თუ დოლარს, არასამთავრობოები სად წაიღებენ, ვისთან მიიტანენ და რას მოხმარდება”, – წერს ლორია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×