რეზონანსი
01.03.2023

საგარეჯოში 29 წლის ბიჭი დაიღუპა, ცნობილია მისი ვინაობაც. 29 წლის ალეკო ბასლიკაშვილი, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად დაშავდა და კომაში იმყოფებოდა, გარდაიცვალა.

ექიმებმა ახალგაზრდას შვიდი ოპერაცია ჩაუტარეს, ფინანსური და პირველი ჯგუფის სისხლით დახმარებისათვის, მობილიზებული იყო საზოგადოებაც, თუმცა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა კაცის გადარჩენა, ვერ მოხერხდა.

"საუკეთესო, წესიერი და იუმორით სავსე ბიჭი დააკლდა საგარეჯოს. რამდენი იბრძოლა, მაგრამ ამდენ ოპერაციებს ვეღარ გაუმკლავდა. ბოლოს ისევ მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს, ანემია ჰქონდა და პირველი ჯგუფის სისხლი სჭირდებოდა. ძალიან მძიმე ამბავია, დაჯერება გვიჭირს", - ამბობენ საგარეჯოელები.

მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

tia.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×