რეზონანსი
01.03.2023

ტელეკომპანია „იმედის“ სახე, ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი გადაცემას „სიცრუის დეტექტორი“ სტუმრობდა. მან ეთერში სხვადასხვა თემებზე ისაუბრა, მათ შორის საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ისტორიაც მოჰყვა.

ჯავახიშვილმა გაიხსენა თუ როგორ უმღერა მამაკაცს სერენადა და დასძინა, რომ ის ადამიანი ანზორ ერქომაიშვილი იყო და მას სერენადა არა მხოლოდ ლევანმა, არამედ ყველა პირმა უმღერა, რომელიც ანსამბლ „მართვეში“ გაიზარდა.

„მამაკაცისთვის სერენადა მიმღერია, მაგრამ ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ. არა მხოლოდ მე არამედ გუნდ „მართვეს“ ყველა წევრს აქვს მამაკაცისთვის ნამღერი და ეს კაცი გახლდათ ანზორ ერქომაიშვილი, რომელმაც გვასწავლა და შეგვაყვარა არა მხოლოდ სიმღერა, არამედ სამშობლო და ზოგადად ბევრი რამ...“ - თქვა ლევან ჯავახიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×