რეზონანსი
28.02.2023

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე პურ-პროდუქტების ხარისხის მნიშვნელობაზე წერს და აღნიშნავს, რომ ხარისხიანი კვება უდრის ხარისხიან ჯანმრთელობას.

"ქალაქში "ძველი მკვლელი" ისევ დადის... ის კლავს ნელა და ერჩის ყველას, ვინც პურ-პროდუქტებს მიირთმევს...

საქართველოში პურ-პროდუქტების ხარისხი კვლავ არ არის. 2500-ზე მეტი პურ-პროდუქტების მწარმოებლების ნაწილი კვლავ ვერ უზრუნველყოფენ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) „ჰასპის" დანერგვას!

პური არის ერთ-ერთი ძირითადი მოხმარების სურსათი საქართველოში.

ხარისხიანი კვება უდრის ხარისხიან ჯანმრთელობას!

უხარისხო პურ-პროდუქტების წარმოება არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი უდიდესი მოუგვარებელი გამოწვევა საქართველოში!

მოითხოვეთ ხარისხიანი პურ-პროდუქტები ყველგან!

ხარისხიანი პური, ეს თქვენი უფლებაა და არა ფუფუნება!

ჯანმრთელობას გისურვებთ!", - წერს ფხაკაძე.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×