რეზონანსი
24.02.2023

აქტივისტი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში ახალ მიმართვას აქვეყნებს:

„ახლა მე მჭირდება თქვენი დახმარება. ბანკზე სესხის ვადაგადაცილების გამო, ჩამეკეტა ანგარიშები და ანგარიშებთან ერთად ჩაიკეტა საქმეების ანაბრებიც. მათ შორის, თენგოს ანაბარიც, რომელიც მომავალი თვის დასაწყისში, დედასთან ერთად, უნდა წავიყვანო საქართველოდან; ანუ თანხა კი არის ანაბარზე, მაგრამ ვერ გამოვიყენებ, სანამ სესხს არ დავფარავ. ანგარიშების ჩაკეტვასთან ერთად, ვეღარ ვიხდი ვეღარც კომუნალურებს და ცოტა ხანში საერთოდ დენიც აღარ მექნება. ამ თვეში თითქმის სულ გზაში ვიყავი და ვეღარ მოვახერხე თადარიგის გაკეთება. 

მოკლედ, თქვენი დახმარება მჭირდება, რომ გაიხსნას ანგარიშები ისევ და გავაგრძელო ჩემი საქმეები. ვიცი ახლა ბევრი მორალისტი გამომიხტებით და დაიწყებთ ბლა-ბლას, ამისთვის მზად ვარ. მაგრამ, მათ შორის, ვისაც შეგიძლიათ დამეხმაროთ, ანგარიშის ნომერი კომენტარებშია. მადლობა“ , – წერს მანგო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×