წელიწადზე მეტია, რაც ქართული კინოსა და თეატრის მსახიობმა დონარა გვრიტიშვილმა საქართველო დატოვა და ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა რიგებს შეუერთდა. შტატებში ჩასვლიდან მალე საკმაოდ მძიმე დიაგნოზი დაუსვეს:
„ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა გაჩნდა და არასასიამოვნო დიაგნოზი დამისვეს, არ მინდა, დავაკონკრეტო, მაგრამ საკმაოდ სერიოზული სნეულება იყო და ოპერაციაც გავიკეთე.
მკურნალობა ახლახან დავასრულე და რეაბილიტაციის პერიოდი მაქვს, შემდგომ კი ალბათ გავყვები მოვლენებს და ღმერთის დიდ საჩუქარს, რომ იმ დროს, როდესაც თურმე ეს ძალიან მჭირდებოდა, აღმოვჩნდი სასწაული ექიმების ხელში…“ - განაცხადა დონარა გვრიტიშვილმა.
გუშინ კი ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ელენე ბერიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებას დახმარებას სთხოვა, რათა ქალბატონი დონარასთვის სამსახურის პოვნა შეძლონ:
„ძვირფასო მეგობრებო! ამერიკის ქართულ იმიგრაციას 8 თვის უკან შემოუერთდა ყველასათვის საყვარელი, კინოსა და თეატრის მსახიობი დონარა გვრიტიშვილი. სამწუხაროდ, ჩამოსვლიდან მალევე შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა და დაუსვეს არასასიამოვნო დიაგნოზი. ჩაუტარდა ოპერაცია და ქიმიოთერაპია, (ყველაფერი დაფარა დაზღვევამ). რისთვისაც მადლობას უხდის ამ ქვეყანას და თითოეულ ადამიანს ვინც გულთან მიიტანა და გვერდზე დაუდგა ულამაზეს ქალბატონს.
ჩვენგან არაფერს ითხოვს ქალბატონი დონარა. საბოლოოდ მალე დაასრულებს რეაბილიტაციას. ამჟამად არის უმუშევარი და ბოლო თანხებით შვილები საქართველოდან ეხმარებიან.
უმორჩილესად გთხოვთ ყველას, იქნებ ვინმეს გეგულებათ რამენაირი სამსახური და გაგიჩნდეთ დახმარების სურვილი“.
ambebi.ge
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე