ახლობლები თბილისში მომხდარ ავარიაში დაღუპულებს ირაკლი ქუთათელაძეს ემშვიდობებიან. 19 წლის ირაკლი ქუთათელაძესთან ერთად, ავარიაში დაიღუპა 20 წლის ნოდარ გულიაშვილიც.
ავტოსაგზაო შემთვევა რამდენიმე დღის წინ მტკვრის სანაპიროსთან მოხდა, რომლის შედეგადაც ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. სავარაუდოდ, მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო და ხეს შეეჯახა.
„იკა სანაპიროზე მომხდარ ავტოავარიას ემსხვერპლა. 19 წლის, უსიმპატიურესი, უნიჭიერესი, უჭკვიანესი და საკუთარ თავზე განსაკუთრებით მომუშავე იკა აღარ არის. გუშინ, ცრემლები გამომელია. ამოხსნა არ მაქვს.
ზოგადად, რაც დრო გადის სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ცხოვრება ძალიან უსამართლოა და სულ უფრო მაინტერესებს სად არის ამ დროს ღმერთი.
მე კიდევ, წარმოდგენა არ მაქვს რა შეიძლება ცხოვრებაში ისეთი გავაკეთო თუნდაც ერთი რამ მაინც, რასაც იკას დავუკავშირებ ან მივუძღვნი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ ბიჭს ძალიან დიდხანს ვატარებ გულით.
ყოველთვის გამორჩეულად მიყვარდა და სულ ასე მეყვარება.
თუ სადმე გარდაისახება იკა, დარწმუნებული ვარ, რომ იქ ფეხბურთელიც იქნება და თავის ყველა სხვა მიზანსაც სისრულეში მოიყვანს. მშვიდად განისვენე, იკა!"
ირაკლი ქუთათელაძე „თავისუფალი უნივერსიტეტის" სტუდენტი იყო. ხუთივე ახალგაზრდა, რომლებიც ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, თანაკლასელები არიან.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე