წუხელ, გვიან ღამით, დაახლოებით 4 საათზე, მტკვრის სანაპიროსთან ავარია მოხდა, რომლის შედეგადაც ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, ის გახდა, რომ მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო და ხეს შეეჯახა.
ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილები არიან 20 წლის ახალგაზრდები - ირაკლი ქუთათელაძე და ნოდარ გულიაშვილი. ქუთათელაძე "თავისუფალი უნივერსიტეტის" სტუდენტი იყო. ხუთივე ახალგაზრდა, რომელიც ავტომობილით გადაადგილდებოდა, თანაკლასელები არიან.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
წყარო: "ambebi.ge"
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე