რეზონანსი
16.02.2023

"მა­შინ, რო­დე­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი ცდი­ლო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აი­ძუ­ლონ, ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ცი­ხი­დან სა­ზღვარ­გა­რეთ სამ­კურ­ნა­ლოდ გა­და­იყ­ვა­ნოს, უკ­რა­ი­ნა­ში ცალ­კე დრა­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა მის ურ­თი­ერ­თო­ბას უმაღ­ლე­სი რა­დას დე­პუ­ტატ ლიზა იას­კოს­თან" - წერს უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Strana.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჯერ კი­დევ 2020 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე Strana-მ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იას­კოს რო­მა­ნის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტთან.

დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი მა­ლავ­დნენ რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბას, მაგ­რამ რო­დე­საც ერთი წლის შემ­დეგ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და, სა­დაც ის და­ა­კა­ვეს, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, მის გვერ­დებ­ზე ლიზა იას­კოს­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა აღი­ა­რა. მა­შინ გა­მოქ­ვეყ­ნდა სა­ერ­თო ვი­დე­ოც. ამ­გვა­რად, წყვილ­მა თა­ვი­სი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ა­სა­ჯა­რო­ვა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ა­კაშ­ვილს ქა­ლიშ­ვი­ლი ალი­სა-მა­რია (ამ­ჟა­მად 2,5 წლის) ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის­გან, სოფო ნი­ჟა­რა­ძის­გან ჰყავს, რო­მე­ლიც დე­დას­თან იზ­რდე­ბა. მან სა­ჯა­როდ აღი­ა­რა, რომ გო­გო­ნა მისი შვი­ლი იყო და ბავ­შვის ფო­ტო­ე­ბი რო­გორც ცი­ხის, ასე­ვე კლი­ნი­კის კედ­ლებ­ზეც უკი­დია.

და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ნა­ხა­ვად თავ­და­პირ­ვე­ლად ლიზა იას­კო ხში­რად ჩა­დი­ო­და თბი­ლის­ში, მის მხარ­და­სა­ჭე­რად არა­ერ­თი ვი­დეო შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი ჩა­წე­რა. მაგ­რამ შემ­დეგ მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ნა­წი­ლობ­რივ გა­ცივ­და.

"უკვე წე­ლი­წა­დია, რაც იას­კოს მის­თვის ცი­ხე­ში არ მი­უ­კი­თხავს. სა­ა­კაშ­ვილ­თან კონ­ტაქტსაც კი არ ინარ­ჩუ­ნებს" – ამ­ბო­ბენ ქა­ლის ახლო მე­გობ­რე­ბი.

მათი აზ­რით, ის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გრძნო­ბე­ბით თა­მა­შობ­და და ან­გა­რე­ბი­ა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და. სა­ხალ­ხო დე­პუ­ტატს უკ­რა­ი­ნა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა სურ­და.

„მან ორ­სუ­ლო­ბა მო­ი­გო­ნა. მი­შას და დე­და­მისს უთხრა, რომ ბავ­შვს ელო­დე­ბო­და. ამ­გვა­რად, აი­ძუ­ლა მას გა­და­ე­ღო ვი­დეო აღი­ა­რე­ბა მათი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში წას­ვლამ­დე. რო­დე­საც გი­სო­სებს მიღ­მა აღ­მოჩ­ნდა. ვი­დეო თა­ვად გა­ა­სა­ჯა­რო­ვა" - გან­მარ­ტავს წყა­რო ექს-პრე­ზი­დენ­ტის ახლო წრი­დან.

მათი ურ­თი­ერ­თო­ბა მას შემ­დეგ დას­რულ­და, რო­დე­საც გა­ირ­კვა, რომ მი­შას მთე­ლი ქო­ნე­ბა დე­დის სა­ხელ­ზე იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

ასე­ვე, წყა­როს ცნო­ბით, იას­კოს ეჭ­ვი­ა­ნობ­და მისი პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვილ­ზე ელის-მა­რი­ა­ზე, სთხო­ვა ბავ­შვის სუ­რა­თე­ბი კა­მე­რა­ში არ ჰქო­ნო­და გა­მო­ფე­ნი­ლი.

ახლა, როცა სა­ა­კაშ­ვი­ლი ცი­ხე­ში მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ლი­ზას ის თით­ქმის არ ახ­სოვს.

"ის არ დაფ­რი­ნავს მის სა­ნა­ხა­ვად, არა­ფე­რი არ აკავ­ში­რებს მას­თან“, - ამ­ბობს Strana-ს წყა­რო.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ერთი თვის წინ ტე­ლე­კომ­პა­ნია იმედ­მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და ლიზა იას­კოს სა­ერ­თო შვი­ლი ჟას­მინ იას­კო ჰყავ­დათ, რო­მელ­საც გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ კი­ევ­ში მდე­ბა­რე ბინა გა­და­უ­ფორ­მა. კი­დევ ერთი შვი­ლის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, აქამ­დე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია. ბავ­შვის შე­სა­ხებ არა­ფერს არ წერს, უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­აც. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლიზა იას­კო ორ­სუ­ლო­ბას შე­სა­ხებ იტყუ­ე­ბო­და.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×