რეზონანსი
15.02.2023

მა­შინ, როცა სტი­ქი­ამ თით­ქმის მთლი­ა­ნად მი­წას­თან გა­ას­წო­რა თურ­ქე­თის ჰა­თა­ის პრო­ვინ­ცია, ამა­ვე პრო­ვინ­ცი­ა­ში არის ერთი ქა­ლა­ქი, ერ­ზი­ნი, სა­დაც ერთი შე­ნო­ბაც კი არ დან­გრე­უ­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 7.7 და 7.6 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მქო­ნე ორ­ჯერ გა­მე­ო­რე­ბუ­ლი მი­წისძვრის ძალა ამ ქა­ლაქ­შიც ისე­თი­ვე იყო, რო­გორც ჰა­თა­ის სხვა ად­გი­ლებ­ში.

პა­სუ­ხე­ბის ძი­ე­ბას ქა­ლა­ქის მე­რამ­დე მივ­ყა­ვართ, რო­მელ­მაც არ და­უშ­ვა უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბე­ბი. ის დღეს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის გმი­რია. მი­წისძვრამ გა­ა­ნად­გუ­რა ათასობით ახა­ლი აშე­ნე­ბუ­ლი კორ­პუ­სი, ერ­ზინ­ში კი, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 42 000 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, და­ა­ზი­ა­ნა მხო­ლოდ მე­ჩე­თე­ბი, ნგრე­ვა არ ყო­ფი­ლა და არ­ც ერ­თი ადა­მი­ა­ნი არ გარ­დაც­ვლი­ლა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ერ­ზი­ნის მერ­მა ოქეშ ელ­მა­ს­ოღ­ლუმ TV5-ის ეთერ­ში ისა­უბ­რა.

"მად­ლო­ბა ღმერ­თს, ერ­ზინ­ში ჩვენ არ გვქო­ნია მსხვერ­პლი, არც და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და ნგრე­ვა. გვი­ხა­რია, რომ ჩვენს რა­ი­ონ­ში მსხვერ­პლი არ არის, მაგ­რამ ძა­ლი­ან ვწუხ­ვართ ყვე­ლა გარ­დაც­ვლი­ლის გამო.

მი­წისძვრის სა­ში­ნე­ლი ბიძ­გე­ბი ჩვენც გა­მოვ­ცა­დეთ. ეს ენით აღუ­წე­რე­ლია. მე ერ­თსარ­თუ­ლი­ან კერ­ძო სახ­ლში ვცხოვ­რობ და მი­წისძვრის ბიძ­გე­ბი ძა­ლი­ან იგ­რძნო­ბო­და.

მე არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ და­ვუშ­ვებ­დი უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბებს და ხან­და­ხან, ამის გამო ბრაზ­დე­ბოდ­ნენ. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, შენ გარ­და, ამ ქვე­ყა­ნა­ში სხვა პა­ტი­ო­სა­ნი და წე­სი­ე­რი კაცი არ არი­სო?!

სამი თვე იყო ჩემი არ­ჩე­ვი­დან გა­სუ­ლი, რო­დე­საც მო­ვი­და ერთი, ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვი და მი­თხრა: "უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბის­თვის დაგ­ვა­ჯა­რი­მეს..." და როცა ვუ­თხა­რი, რომ მე ვე­რა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დი, მან მი­თხრა: "ნუთუ შენ ხარ აქ ერ­თა­დერ­თი წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი. ეს სი­ტყვე­ბი ჩემი ყუ­რით გა­ვი­გო­ნე.

ჩემი მხრივ, მე მაქვს ძა­ლი­ან სუფ­თა სინ­დი­სი, იმის გამო, რომ ჩვენ არ და­ვუშ­ვით უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბა. რა თქმა უნდა, თუ არ და­უშ­ვებთ, გა­მოჩ­ნდე­ბა ვინ­მე, ვინც სხვა გზას იპო­ვის ამ­გვა­რი მშე­ნებ­ლო­ბის­თვის და რო­გორ­ღაც აა­გებს უკა­ნო­ნოდ კონ­სტრუქ­ცი­ას. გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი ჯა­რი­მე­ბი ამის აღ­საკ­ვე­თად.

თუ უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბას ასი პრო­ცენ­ტით ვერ აფერ­ხებ, გარ­კვე­ულ­წი­ლად მა­ინც შე­საძ­ლე­ბე­ლია მისი შემ­ცი­რე­ბა. არა­ნა­ირ დათ­მო­ბა­ზე არ წა­ვე­დი და ეს ბევრ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ფუ­ჭე­ბად და­მიჯ­და“, - აღნიშნა ქალაქის თავმა.

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×