რეზონანსი
15.02.2023

სარკისებურ თარიღებს განსაკუთრებული ძალა და მნიშვნელობა აქვს და ითვლება, რომ 2023 წლის 23 თებერვალიც, ამ თვალსაზრისით, გამორჩეული იქნება. ნუმეროლოგების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ დღეს შესაძლებლობები სწორად გამოვიყენოთ.

სპეციალისტების თქმით, 2023 წლის 23 თებერვალი წლის ყველაზე ენერგიული და ძლიერი დღეა. 23.02.2023 სარკისებური თარიღია და განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს. ამ დღეს ძალიან კარგია ახალი პროექტის წამოწყება, ან განახლებული საქმის დაგეგმვა. ითვლება, რომ ის საქმე, რასაც 23 თებერვალს დაიწყებთ, მოგებისა და წარმატების თვალსაზრისით გაორმაგდება და გაცილებით მეტ სიხარულსა და იღბალს მოგიტანთ. ასევე, ძალიან კარგია, თუ ამ დღეს საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩაერთვებით, დარეგისტრირდებით ახალ კურსსა და მასტერკლასზე. ასტროლოგების თქმით, ეს სფეროც ძალიან წარმატებული იქნება. გარდა ამისა, 23 თებერვალს თუ სადმე სიტყვით გამოსვლა, პრეზენტაციის წარდგენა გიწევთ, შესანიშნავად ჩაივლის და ოვაციებსაც დაიმსახურებთ.

23 თებერვალს წარმატება გარანტირებული გექნებათ, თუ საზოგადოების წინაშე საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას გადაწყვეტთ და დაფარული ნიჭის შესახებ გააცნობთ ყველას. ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ და ცხოვრებას დადებითი კუთხით შეხედოთ.

23 თებერვალს თითქმის ყველა კომერციული ტრანზაქცია დიდი წარმატებით განხორციელდება. ამიტომ, ეს შანსი არ გამოტოვოთ, თუ დიდი ხანია, მნიშვნელოვანი შესყიდვის გაკეთება, სესხის დაფარვა, ან გამოტანა გსურთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×