რეზონანსი
21.01.2023

27 დეკემბერს, თელავში მომხდარი ავარიისას, მძიმედ დაშავებული, გიორგი ბოჭორიძე გარდაიცვალა.

ახლობლების ინფორმაციით, ავარიაში დაშავებულ 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდას, თბილისში ბოკერიას სახელობის კლინიკაში, თითქმის ერთი თვის მანძილზე მკურნალობდნენ.

“გიორგი, შოთისთან და ვალერისთან ერთად იყო იმ საბედისწერო ღამეს. ერთად მოჰყვნენ უმძიმეს ავარიაში, ხეს შეეჯახნენ. ძალიან მძიმედ იყო, ისე დაშავდა, ფეხიც მოკვეთეს. თბილისში გადაიყვანეს, ბოკერიაში მკურნალობდნენ, მაგრამ ეტყობა, აღარ ეყო სასიცოცხლო ძალები და გული გაუჩერდა. აქაც მეგობრები იყვნენ და იქაც ერთად წავიდნენ”, – ამბობს ახლობელი.

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში, რუსთაველის გამზირზე მოხდა.

ავარიაში, სოფელ კურდღელაურში მცხოვრები ახლო მეგობრები, 35 წლამდე ასაკის ვალერი თათულაშვილი და შოთა ბოჭორიძე დაიღუპნენ.

მძიმედ დაშავებული გიორგი ბოჭორიძე სამკურნალოდ, ჯერ თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში, შემდეგ კი, თბილისში იყო გადაყვანილი, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×