რეზონანსი
18.01.2023

ჟურნალისტი, ლიზა გეგეჭკორი "პოსტ ტვ-ის" ეთერით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და მის დედას, გიული ალასანიას მიმართავს.

"ეს ორი პერსონაჟი მთელს ერს ასე ვთქვათ ხიჭვად და ყველაზე დამღლელ რუტინად გვექცა... საქართველოს აღარ აინტერესებს მისი მაოხრებლის კუჭის მოქმედების გრაფიკი, არც მისი განდიდების მანიით განპირობებული შფოთვითი აშლილობები ადარდებს, ერს არ გვაინტერესებს სავსე მთვარეობისას რა ეზმანა სიზმრად თქვენს ვაჟს, ან თქვენ რა გიმკითხავათ მჩხიბავმა ყავის გულზე მიშას ეგზისტენციალურ კრიზისზე... დავიღალეთ... ეგ ინფორმაცია ერს კი არა მის დაარსებულ პარტიას აღარ აინტერესებს და იქნებ გაგვეშვათ?

მაგრამ აქ კიდევ სხვა რაღაცებიც იკვეთება იცით? ამ ქალისმაგვარის განცხადებების ტონი... ამ ტუტუცი ქალის განცხადებების შინაარსი...

ახლა კარგად მომისმინეთ თქვე ქურქებში ბადით გარშემორტყმული ლორივით გაკვეხებულო თვითაღიარებულო გაუგებრობავ... თქვენ თავი მიშას სამზარეულოში ხომ არ გგონიათ? ეს ქვეყანა თქვენ მიშას "უბორნია" ხომ არ გგონიათ? თქვენ ვის უბედავთ ამდენს თქვე უზნეო ქმნილებავ და ქალის პროვოკაციავ? ჯერ დავიწყოთ იმით, რომ თქვენს შვილს თქვენს და ჩაბანძებული ნაცმოძის გარდა არავინ აწამებს და ზედ ოფოფინება ყველა, რაც პირადად მე ძალიან არ მომწონს... მერე და ვინ მოგცათ თქვენ ამდენის ტარტარის და ამდენის ენის ტლინიკის უფლება იმ ქვეყანაში, სადაც ყოველ მეორე თუ არა, მესამე ოჯახში თქვენი სისხლის სამართლის დამნაშავე სიმულიანტი შვილის ნაწამები ხალხი ცხოვრობს....

თქვენ საქართველო სააკას ფანჩატური ხო არ გგონიათ? ქართველების ღირსებას რომ ლახავთ ყოველი თქვენი მყრალი განცხადებით... ცოტა ფარები ჩააქვრეთ ქურქდამოკიდებულო ტირანის აღმზრდელო... ვის უბედავთ თქვენ? თქვენ ვინ უნდა დასაჯოთ?", - აცხადებს ჟურნალისტი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×