რეზონანსი
18.01.2023

მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ზარქუა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას გამოემაურა.

ის ამბობს, რომ რომ ნიკა მელია შეეცოდა.

"გუშინ მელიას რომ ვუსმენდი, სიმართლე გითხრათ, შემეცოდა, რა დღეში ჰყოლიათ „ნაცებს". საოცრებებს ვისმენთ. „ნაცების" მოქმედების შეცვლა გამორიცხულია. იგივე ხელწერა აქვთ - დასმენა, ჩაშვება, მოსმენა, ჩანაწერების გაკეთება, შანტაჟი. ის ახალი თაობა, ხაბეს ვეძახი ახალ თაობას, თურმე ეყრდნობა მერაბიშვილს და ამით ამაყობს.

მერაბიშვილი რომ არ უნდოდა საზოგადოებას იმ 2 გვამის გამო, ბიზნესის რეკეტის გამო, ახალგაზრდების ჩაცხრილვის გამო, იმ რეჟიმის ერთ-ერთი ხერხემალი იყო, ამიტომ გააგდო 2012 წელს პანღურით ქართულმა საზოგადოებამ და შენ, როდესაც ახალი თაობა და ამ დროს ეყრდნობი ისევ ამას, გინდა რომ სერიოზულად მიგიღოთ", - აღნიშნავს ირაკლი ზარქუა.

შეგახსენებთ, 17 იანვარს გადაცემა რეაქციაში ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ჩანაწერის გავრცელება, რომელშიც სავარაუდოდ, მისი ხმა ისმის, ვანო მერაბიშვილის დაგეგმილია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×