რეზონანსი
18.01.2023

რეალითი შოუ, "პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის გამარჯვებული,ბლოგერი და მარკეტერი - გურამ შეროზია სოციალურ ქსელში წერს, რომ პროექტის ფარგლებში მოგებული ბინის სანახავად მივიდა.

"მოვედი ჩემს მოგებულ ბინაში, მდგმურებს დავხედე, კარგად არიან ჰაერში

უსვეცკესი კორპუსია, 680 დოლაარიდან იწყება ფასები, ჩემი მაღალი სართულია, ხედით და მეტი ღირს 55 კვადრატია, ეზო, პარკინგი, სტადიონი და მთელი ამბები აქვს, გუდვილიდან ზუსტად 5 წუთი ვიარეთ მანქანით

ეკო მასალებს იყენებენ, გასისინებული ლიფტები, გამწვანება, თან იმდენი სვეცკი სასტუმროს მფლობელია ეს ჯგუფი, რომ მიხარია, მათი ოჯახის წევრი რომ გავხდი Inn development - ინნ დეველოპმენტი

1 წელში შემეძლება უკვე რემონტის დაწყება და პროცესსაც გაჩვენებთ, ერთი სული მაქვს მალე დასრულდეს და გაჩვენოოთ, მადლობა პრაიმ ჰაუსს და პირველ რიგში თქვენ, ჩემს საოცარ და განსაკუთრებულ გულშემატკივარს!", - წერს გურამ შეროზია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×