რეზონანსი
14.01.2023

ქართველი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მეგობრები ფილადელფიაში 11 იანვრის შემდეგ ეძებდნენ, გარდაცვლილი ნახეს. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული კომენტარებიდან ირკვევა, ის ავარიამ იმსხვერპლა და ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. გარდაცვლილი 35 წლის ზუგდიდელი თორნიკე კვარაცხელიაა.

„შენთან სიკვდილი საიდან მოვიდა? შენზე წარსულში როგორ უნდა ვილაპარაკოთ? გული, სული ყველაფერი მტკივა და მიჭირს იმ რეალობის მიღება, რომლის წინაშეც დავდექით წახვედი და თან გაიყოლე მთელი ჩვენი ბავშვობა და უდარდელი წლები, რომელიც ასე კარგად სწორედ შენს გამო მახსენდება, სწორედ შენ ხდიდი ყველა დღეს პოზიტიურს და სახალისოს, შენ გვიფერადებდი ყველა დღეს სკოლაში რამდენი ტკბილი მოგონება გვაკავშირებს თორიკო რამდენი, როგორ მენანები, როგორ“, - წერენ მის შესახებ სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×