რეზონანსი
09.01.2023

რუსთაველი 3 თვის ელაიდა ქვათაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ჩვილის დედა ავრცელებს. 

„ჩემი, ჩვენი, სოფია-ელაიდა უფალმა თავისთან წაიყვანა და ანგელოზად იქცა“ - დაწერა ჩვილის დედამ.

ელაიდა დაიბადა 2022 წლის 17 ოქტომბერს და მას შემდეგ კლინიკაში იმყოფებოდა. საქართველოში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ბავშვს მდგომარეობა იყო მძიმე და დიაგნოზი გაურკვეველი. 

რამდენიმე კვირის წინ ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მისი თურქეთში გადაყვანა გახდა საჭირო.

ჩვილის დასახმარებლად საზოგადოებამ ფული შეაგროვა და თურქეთში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×