რეზონანსი
08.01.2023

„ქალები საერთო მომავლისთვის”საქართველოს ოფისის გენდერული პროგრამების კოორდინატორი იდა ბახტურიძე სოციალურ ქსელში ნოდარ მელაძეზე მიმართვას აქვეყნებს, რომლითაც ჟურნალისტს უპირისპირდება. 

“ნოდარ მელაძის ნიშნის მოგების პოსტი საერთოდ რა დონის ბოროტებაა, ვერც აღვწერ და ამ პოსტზე მისი კოლეგების დუმილი, საერთოდ თავზარდამცემი. ღმერთმა დაიფაროს და ფეხი რომ გადაგვიბრუნდეს, ეს კაცი ნეკროლოგს გამოაცხობს. ემიგრანტ დედაჩემს ჩემზე ადრე მოკლავს იქ და მერე სიკვდილი რომ დადასტურდეს, მოვა და მე მომკლავს. აი, ამის გამკეთებელიცაა, უკვე ვრწმუნდები. და მთელი მედია სექტორის უდიდესი სირცხვილია ეს კაცი, ყველას შეურაცხგყოფთ და თქვენ დუმხართ. ტეხავს” – წერია მიმართვაში.

მოგვიანებით ნოდარ მელაძემაც გამოაქვეყნა ეს სქრინი და დაწერა:

„უფლებადამცველი” კი არა მათზე დიდი სიძულვილის გამღვივებელი არ არსებობს ამ სივრცეში. მატყუარა, ცრუ!!! ცეცხლს წაუკიდებენ ნებისმიერს მათ, რომ ძალაუფლება ჰქონდეთ.

არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით სიძულვილს აღვივებენ და ამით იკვებებიან. მათ მიერ პროვიცირებული დაპირისპირებით, აზიანებენ მთელს არასამთავრობო სექტორს.

ხვალ ან ერთს ან მეორეს როგორ უნდა დავუჯერო რაიმე მათი გავრცელებული ამბავი, ამ პოსტში იმდენი სიცრუე წერია!!!”

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×